1-ელი სექტემბრიდან თბილისი აუთლეტ ვილიჯში მუნიციპალური ავტობუსით მისვლა იქნება შესაძლებელი
ფოტო: თბილისი აუთლეტ ვილიჯი
1-ელი სექტემბრიდან თბილისი აუთლეტ ვილიჯი საზოგადოებრივი ტრანსპორტით კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება — რუსთავსა და თბილისს შორის №25 მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი ამოქმედდება, რომელიც თბილისი აუთლეტ ვილიჯს გაივლის.
ახალი მარშრუტი რუსთავში, ხალხთა მეგობრობის გამზირზე, გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და ჟიული შარტავას გამზირის გავლით თბილისის მიმართულებით იმოძრავებს. გზად ავტობუსი გაჩერდება თბილისი აუთლეტ ვილიჯთან, შემდეგ კი მარშრუტს გაფორმების ეკონომიკური ზონის გავლით გააგრძელებს და საბოლოო გაჩერება მეტროსადგურ "სამგორთან" ექნება.
№25 მარშრუტზე მგზავრებს 6 მუნიციპალური ავტობუსი 30-წუთიანი ინტერვალით მოემსახურება. მგზავრობის ღირებულება 2.50 ლარი იქნება, სტუდენტებისთვის კი შეღავათიანი ტარიფი — 1 ლარი. რუსთავში რეგისტრირებული შშმ პირებისა და სახელმწიფო ზრუნვიდან გასული 18-დან 30 წლამდე პირებისთვის მგზავრობა უფასო იქნება.
თბილისი აუთლეტ ვილიჯიდან მეტროსადგურ "სამგორის" მიმართულებით პირველი ავტობუსი 08:38 საათზე, ხოლო ბოლო — 21:08 საათზე გავა.
რუსთავის მიმართულებით თბილისი აუთლეტ ვილიჯიდან პირველი ავტობუსი 09:58 საათზე, ბოლო კი 22:28 საათზე გავა. დღის განმავლობაში ავტობუსები ძირითადად 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.
ახალი მარშრუტის ამოქმედებით თბილისი აუთლეტ ვილიჯში მოხვედრა შესაძლებელი იქნება როგორც რუსთავიდან, ისე თბილისის მხრიდან — მეტროსადგურ "სამგორიდან", რაც ვიზიტორებისთვის აუთლეტამდე გადაადგილებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.
№25 მარშრუტი: რუსთავი — გმირთა მემორიალი — ხალხთა მეგობრობის გამზირი — იუსტიციის სახლი — ჟიული შარტავას გამზირი — თბილისი აუთლეტ ვილიჯი — გაფორმების ეკონომიკური ზონა — ლილო მოლი — ისთ ფოინთი — მეტროსადგური "სამგორი".
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა


კომენტარები