ინფოგრაფიკი: ვინ აკეთებს რუსეთის საქმეს საქართველოში?
უკვე დიდი ხანია, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "დედა რუსეთის" დიდების აღსადგენად მხოლოდ ბეტეერებით და AK-47-ით არ იბრძვის. ჰიბრიდულ ომში რუსეთის იარაღი "მეგობრობა", "დიპლომატია", "მედია" და არაერთი პაიკია, რომელიც მოწყვლადი დემოკრატიის ქვეყნებში ფესვების გადგმას ცდილობს. რა თქმა უნდა, ამ აქტორების დახმარებით რუსეთი აქტიურად მოქმედებს საქართველოშიც და პოლიტიკურ პროცესებზე, განსაკუთრებით არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობს.
ამ ინფოგრაფიკით გაგაცნობთ რუსულ აქტორებს ქართულ მედიაში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ინფოგრაფიკი მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
კომენტარები