გადაეცით, მოიკითხოს იქვე ვინ იყო, როდესაც ელაპარაკებოდა — მდინარაძე ჟურნალისტზე და გოგელიას პასუხი
ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს მიმართა გადაეცათ ნატო გოგელიასთვის მოეკითხა თუ ვინ იყო ირგვლივ, როდესაც ბესო ქათამაძეს ესაუბრებოდა. ეს მდინარაძემ ნატო გოგელიას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
"ასეთ რაღაცას სანამ დაგვაბრალებთ, ნატო გოგელიას გადაეცით და კითხეთ, ასევე, მოიკითხოს ვინ უსმენდა, იქვე ვინ იყო, როდესაც ელაპარაკებოდა ან ერთი ან მეორე მხარე ერთმანეთს, ვინ იყვნე ირგვლივ, ვის ესმოდა ეს საუბარი და ვის შეეძლო გამოეტანა ინფორმაცია ან მიხვდებიან და ან არა, მაგრამ ეს ძალიან არ მადარდებს", — განაცხადა მდინარაძემ.
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის მტკიცებით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისგან ინფორმაციას იღებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რას გეგმავენ და არჩევნების დროს რის გავრცელებას აპირებენ ნაციონალური მოძრაობიდან.
"ყოველდღიურად მოდის ათობით ინფორმაცია შეწუხებული, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ადრე არ ხდებოდა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ რამე სგეგმავენ, არჩევნების დროს ამის გავრცელებას აპირებენ, იმ ინფორმაციის გავრცელებას აპირებენ და ნაკრები წარმოგიდგინათ დღეს ირაკლი კობახიძემ", — განაცხადა მდინარაძემ.
ნატო გოგელიამ მამუკა მდინარაძის განცხადებას TV პირველის ეთერში უპასუხა და თქვა, რომ ქათამაძესთან საუბრის დროს სახლში იმყოფებოდა.
"ძალიან თამამად ვეტყვი მამუკა მდინარაძეს, რომ ზუსტად იმ დროს, როდესაც ბესო ქათამაძეს თვითონ დავურეკე, ვიყავი საკუთარ სახლში, ბათუმში, ვიყავი საწოლში და ვიყავი სრულიად მარტო. თუ უფრო მეტი აინტერესებს ირაკლი კობახიძეს, ძალიან თამამადაც ამოვიღებ მე ვიდეოკადრებს, სადაც გადავაადგილდებოდი, შემდეგ როგორ ჩამოვედი გურიაში და ზუსტად ვიცი, რომ ბესო ქათამაძეც სახლში იმყოფებოდა იმიტომ, რომ გავაღვიძე და საყვედურიც მივიღე ამის გამო", — განაცხადა გოგელიამ.
ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ოპოზიცია არჩევნების დღეს დესტრუქციებს გეგმავს. ამის შემდეგ კი ისაუბრა TV პირველის ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და ოზურგეთში ნაციონალური მოძრაობის შტაბის თავმჯდომარის, ბესო ქათამაძის დიალოგზე. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის მტკიცებით, ჟურნალისტი ქათამაძეს ეკითხებოდა, სად სჭირდებოდა მხარდაჭერა "არეულობის პროცესში".
მას არ დაუკონკრეტებია, საიდან იცის ამ საუბრის შესახებ, მხოლოდ ის თქვა, რომ დიალოგი ისეთ ადგილას იყო, სადაც ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. TV პირველის ჟურნალისტის განცხადებით კი, საუბარი ტელეფონით შედგა და დადასტურდა, რომ მას უსმენენ.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები