ტაივანის სამხედროების ერთობლივ ქორწილში წელს პირველად LGBTQ წყვილებიც იქნებიან
ამ კვირაში ტაივანის ჯარის კოლექტიური ქორწინების ყოველწლიურ ცერემონიაში ერთნაირსქესიანთა ორი წყვილი დაქორწინდება. ეს პირველად ხდება მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავრობამ ქორწინების თანასწორობა ლეგალური გახადა 18 თვის წინ.
პარასკევს, 30 ოქტომბერს, ამ ცერემონიის დროს სხვებთან ერთად ორი ქალი ჯარისკაცი და მათი არასამხედრო პარტნიორები იქორწინებენ.
ტაივანი, რომელიც თვითმმართველი დემოკრატიაა, აზიის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ თემად იქცა, როდესაც 1980-იანების მიწურულს მასში არსებული ავტორიტარული მმართველობა შეიცვალა. ის რეგიონში პირველი ადგილი გახდა, სადაც 2019 წლის მაისში ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერი გახდა.
"ჩვენი ქვეყანა... გახდა აზიაში პირველი, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახადა. სამინისტრო ულოცავს იმ ლგბტ სამხედროებს, რომლებიც ქორწინდებიან", — განაცხადა ტაივანის სამხედრო ძალებმა.
მათ Facebook-ზე პარასკევის ცერემონიაში მონაწილე წყვილების ათობით ფოტო დაიდო და ხალხს სთხოვეს, თავიანთი ფავორიტი აერჩიათ. ვანისა და მენის (იხ. ქვემოთ) ფოტომ 31 000-ზე მეტი მოწონება დააგროვა.
"შენ ჩვენს ქვეყანას იცავს, ჩვენ კი — შენს თავისუფლებას", — ეწერა ერთ-ერთ კომენტარში. ტაიპეის (ტაივანის დედაქალაქის) მერიის საბჭოს წევრმა კი დაწერა: "სიყვარული ტაივანს აძლიერებს. დაილოცოს ყველა შეყვარებული ადამიანი და გაუმარჯოს ეროვნული ჯარის მუდმივ განვითარებას".
"ეს კარგია არა მხოლოდ ლგბტ თემისთვის, არამედ ჯარისთვისაც. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ ლგბტ ადამიანებს შეუძლიათ, ჰქონდეთ სხვებთან თანასწორი უფლებები, და ასევე შეუძლიათ ჩვენი ქვეყნის დაცვა", — განაცხადა ლგბტ თემის ცნობადობაზე პასუხისმგებელმა სოციალური მედიის ჯგუფმა The Guardian-თან საუბრისას.
წინა წლის ცერემონიაში ერთნაირსქესიანთა სამ წყვილს უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა მათ გადაიფიქრეს.
2019 წლის ახალი კანონის მიღების შემდეგ უკვე ათასობით წყვილი დაქორწინდა. მართალია, ეს კანონი ლგბტქ თემის დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ის სრულ თანასწორობას არ იძლევა: ტაივანელებს იმავე სქესის უცხოელებზე დაქორწინება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუკი პარტნიორის სამშობლო ასევე ლეგალურად ცნობს ქორწინების თანასწორობას.
ბავშვის აყვანისა და სუროგაციის უფლებებიც უფრო მკაცრია, ვიდრე ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვის — გეი პარტნიორებს მხოლოდ ერთ-ერთ მათგანთან ბიოლოგიურად მონათესავე ბავშვების აყვანა შეუძლიათ.
ერთობლივი ქორწინების ცერემონია ტაივანის პრაიდზე — ტაიპეიში გამართულ ყოველწლიურ ლგბტქ აღლუმზე — ერთი დღით ადრე იმართება.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
კომენტარები