ლელოს გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, კობახიძის გამოსვლა წინასაარჩევნო გარემოში დაძაბულობის შეტანას ემსახურება.

"კობახიძის განცხადება ემსახურება ამომრჩევლის დაშინებას და წინასაარჩევნო გარემოს დაძაბვას. ყოვლად მიუღებელი და დასაგმობია რასაც ბოლო დღეები ახორციელებს ქართული ოცნება და მისი ლიდერები. ვგულისხმობ მათ განცხადებებს — ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების დადანაშაულება, თითქოს ისინი არიან აფილირებული ოპოზიციასთან, ისინი გააყალბებენ არჩევნების, დღეს კი წარმოაჩენენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორც დაინტერესებულს დესტაბილიზაციაში. ეს არის სრული აბსურდი", — განაცხადა ჯაფარიძემ.