დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, კორონავირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად ტრანსპორტის გამოყენებისას მგზავრებმა რამდენიმე დეტალს უნდა მიაქციონ ყურადღება. მისი განცხადებით, ამ დროს აუცილებელია მოქალაქეებმა აკონტროლონ თანამგზავრის პირბადის მოხმარება, ვენტილაცია და მგზავრობის ხანგრძლივობა.

"ადამიანთა ინფიცირება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაზე, როგორიცაა ექსპოზიციის ხანგრძლივობა, ვენტილაცია, ფართის ზომა და ადამიანთა აქტივობა. შესაბამისად, ტრანსპორტის გამოყენების დროს მიაქციეთ ყურადღება რამდენი ხანი მგზავრობთ, მოსთხოვეთ სხვა თანამგზავრებს, რომ სწორად გამოიყენონ ნიღაბი და ეკეთოთ იგი. ეცადეთ, რომ ტრანსპორტში ფანჯრები იყოს, შეძლებისდაგვარად, ჩაწეული და პირდაპირი ვენტილაციის საშუალება არსებობდეს და მეტი სიფრთხილისთვის ბევრი ლაპარაკისგან ტრანსპორტში მგზავრობისას თავი შეიკავეთ", — განაცხადა ზახაშვილმა.

27 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა — 1 262, გარდაიცვალა — 23 ადამიანი. პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის 32 127 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 12 632 გამოჯანმრთელდა, 238 — გარდაიცვალა. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 757, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 3 847, ხოლო კოვიდ სასტუმროებში — 2 249.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: