ლგბტ საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი: უშიშროების თანამშრომელი ჩვენს აქტივისტს ემუქრებოდა
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
ფონდი ღია საზოგადოების ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ლგბტ საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ბერიანიძემ უშიშროების თანამშრომელი მათ აქტივისტზე ზეწოლასა და შანტაჟში დაადანაშაულა:
"ჩვენს ერთ თანამშრომელს დაუკავშირდა უშიშროების თანამშრომელი, წაიყვანა მანქანით რაღაც ადგილზე, აჩვენა ე.წ. ქსივა, რომ უშიშროების თანამშრომელი იყო და მოუყვა მისი ცხოვრების ინტიმური დეტალები, უთხრა მეუღლის, შვილების, ახლობლების სახელები, ვინ სად სწავლობდა, ვინ სად მუშაობდა, აჩვენა იარაღი და დაემუქრა, არ მინდა სადმე ბნელ ქუჩაში გადაგეყაროო".
- 17 მაისი თბილისში: დაკავებულია ათი LGBT აქტივისტი
- ომბუდსმენი: კვლავ პრობლემას წარმოადგენს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დროული გამოძიება
- ლგბტ საქართველო: საჯარო შეკრებას, უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, არ ვგეგმავთ
- სახელმწიფოებრიობის დაკრძალვა - ლგბტ აქტივისტების პერფორმანსი შსს-სთან
ბერიანიძის თქმით, ინციდენტი დამოუკიდებელი აქტივისტების მხრიდან 17 მაისის ორგანიზებაზე საჯარო საუბარს მოჰყვა. ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა მათ სხვა თანამშრომლებსა და აქტივისტებსაც აშინებდეს უშიშროება, თუმცა მას ინფორმაცია მხოლოდ ამ ერთ შემთხვევაზე აქვს:
"სთავაზობდა ფულს იმისთვის, რომ მასთან ეთანამშრომლა და ინფორმაცია მიეწოდებინა, აიძულებდა რაღაც დოკუმენტაციაზე ხელის მოწერას, ჩვენი აქტივისტების შევხედრებიდან ეუბნებოდა საუბრის ისეთ დეტალებს, რომლებიც არ უნდა სცოდნოდა მესამე პირს.
დღეს მივიღეთ, რომ ეს აქტივისტები დაკავებულნი არიან. 17 მაისს, რომელიც არის ლგბტ პირების დაცვის დღე, დააკავეს ლგბტ უფლებადამცველები და აქტივისტები".
ბერიანიძე ვარაუდობს, რომ უშიშროებას მათ ოფისში კამერა აქვს დამონტაჟებული, ან მათი რომელიმე თანამშრომელი უკვე მოსყიდულია.
ჩვენი აქტივისტების დაკავება, რომლებიც კედლებზე წერდნენ "სიყვარული თანასწორია" და მსგავს ფრაზებს, არის შემაშფოთებელი, რადგან ეს ხდება იმ კონტექსტში, როცა სახელმწიფო უსუსურია გამოიძიოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები
ლგბტ საქართველოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არათანაბრად ეპყრობა აქტივისტებსა და ლგბტ პირებზე მოძალადეებს:
"ჩვენი აქტივისტების დაკავება, რომლებიც კედლებზე წერდნენ "სიყვარული თანასწორია" და მსგავს ფრაზებს, არის შემაშფოთებელი, რადგან ეს ხდება იმ კონტექსტში, როცა სახელმწიფო უსუსურია გამოიძიოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები. სახელმწიფო არ სჯის იმ ადამიანებს რომლებსაც დანაშაული მიუძღვით ლგბტ ადამიანების მიმართ და შემდეგ გვეუბნება, რომ სწორედ ასე, ლგბტ აქტივისტების ამგვარი ქმედების დასჯით უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას.
სახელმწიფომ კვლავ ვერ მისცა გარანტია ლგბტ აქტივისტებს რომ ისინი შეძლებდნენ უსაფრთხოდ შეკრებას და სახელმწიფომ ვერ დაიცვა მათი გამოხატვის თავისუფლება, ასევე არ დაუტოვა გამოხატვის საშუალება იმის გარდა, რომ აქტივისტებს ჩაეტარებინათ პარტიზანული აქტივობები".
ბერიანიძე სახელმწიფოს ადანაშაულებს ლბგტ პირებისა და აქტივისტების უფლებების დაუცველობაში და ამბობს, რომ ის პირიქით ტერორს ახორციელებს მათ მიმართ.
On.ge დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სადაც განგვიცხადეს, რომ არ ადასტურებენ ლგბტ საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მათი თანამშრომლის დაშანტაჟებასთან დაკავშირებით და უწყება გამორიცხავს რაიმე სახის ზეწოლას.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები