წიგნების თაროს სკოლა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ახალ ონლაინ კურსს სთავაზობს
წიგნების თაროს სკოლა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ორი წარმატებული კურსის შემდეგ, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის განახლებულ კურსს იწყებს!
არაფორმალური განათლების უნიკალური სივრცე, წიგნების თაროს სკოლა, რომლის მასწავლებლებიც თაროელი ახალგაზრდები, საქართველოს ყველაზე წიგნიერი და წარმატებული მოსწავლეები და სტუდენტები არიან, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2020 წლის გაზაფხულზე დაარსდა. ორი წარმატებული კურსის შემდეგ, სკოლა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს განახლებული სახით, 16 ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე დაგეგმილი 6 კვირიანი ონლაინ კურსით უბრუნდება.
შემეცნება გართობით წიგნების თაროს სკოლის მთავარი პრინციპია. გაკვეთილები სხვადასხვა მულტიმედიური მასალის დახმარებით, თამაშებით და ინტერაქციული მეთოდებით ტარდება, მოსწავლეები კი ისეთ საგნებს შეისწავლიან, რომლებიც მნიშვნელოვანია ამ ასაკის ბავშვების კომპლექსური განათლებისა და განვითარებისთვის. ესენია: მითოლოგია და ცივილიზაციები; დედამიწა და კოსმოსი; ადამიანი და ჯანმრთელობა; ლოგიკური აზროვნება და მათემატიკური თავსატეხები; შემოქმედებითი აზროვნება და ესთეტიკის აღქმა; რიტორიკული აზროვნება და საუბრის ხელოვნება.
ნატო დავითაშვილი, ზურაბ გურიელიძე, მაია ცირამუა, ლევან გიგინეიშვილი, ზალიკო სულაკაური და ნინო კასრაძე — ასეთია საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი იმ ადამიანების სია, რომლებიც ბავშვებს თითოეულ საგანში ერთ გაკვეთილს წაუკითხავენ.
სკოლაში დარეგისტრირებულ თითოეულ მოსწავლეს დამატებით, საჩუქრად კვლავაც გადაეცემა მსოფლიო ლიტერატურის კურსი, რომელსაც წიგნების თაროს კრეატიული დირექტორი, მწერალი და ტელეწამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე გაუძღვება.
წიგნების თაროს სკოლაში 12 გაკვეთილიანი საგნის ღირებულება 79 ლარია, 6 გაკვეთილიანი საგნის კი — 49 ლარი. ორი ნებისმიერი საგნის აღების შემთხვევაში, მოსწავლეებს მესამე საგანი საჩუქრად გადაეცემათ.
- ჯგუფებში მოსწავლეების რაოდენობა 12-მდეა შეზღუდული;
- რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ერთ, ისე ყველა საგანზე;
- რეგისტრაცია გაგრძელდება 21 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე;
- ერთი გაკვეთილის ხანგძლივობა იქნება 30 წუთი;
- თითოეული საგნის ჯგუფები ორ დონედ დაკომპლექტდება, I-II და III-IV კლასის ბავშვებისათვის;
- მშობელს შეუძლია აირჩიოს როგორც კვირის დღეების, ასევე შაბათ-კვირის კურსები. პროგრამა იდენტურია;
- თითოეულ მოსწავლეს კურსის დამთავრების შემდეგ სერტიფიკატი გადაცემა;
- ადგილები შეზღუდულია.
სკოლაში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება სკოლის ვებგვერდზე. გაკვეთილების განრიგის, მასწავლებლების მოკლე ბიოგრაფიების და დამატებითი ინფორმაციის ნახვა ამავე მისამართზეა შესაძლებელი.
წიგნების თაროს სკოლის პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი, სულაკაურის გამომცემლობა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
წიგნების თაროს სკოლის მედია პარტნიორია ონლაინ გამოცემა On.ge
კომპანია წიგნების თარო ქართული ბრენდია, რომელიც საბავშვო და ახალგაზრდულ, შემეცნებით-გასართობ პროექტებს ახორციელებს. ამავე სახელწოდების სატელევიზიო შოუ, რომელიც 2016 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გადაიცემა, კომპანიის საავტორო პროექტია. 2020 წელს წიგნების თარო საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ წლის მთავარი პრიზით, წიგნის ქომაგი 2020-ით დააჯილდოვა.
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები