კოსმოსური ჰაბიტატის დიზაინი, რომელსაც ხელოვნური გრავიტაცია აქვს
ინჟინერთა გუნდის მიხედვით, ადამიანები კოსმოსს, მთვარისა და მარსის ზედაპირზე დასახლელების გაშენების მაგივრად, ორბიტალური ჰაბიტატის შექმნით ბევრად უკეთ აითვისებენ.
ამ აზრის შესაბამისად, ტეხასის აგროკულტურული და სამანქანო უნივერსიტეტის საჰაერო სივრცის ინჟნრებმა საკუთარი ორბიტალური ჰაბიტატის დიზაინი შექმნეს. მათი თქმით, ამ სივრცეს 8 ათასამდე ადამიანის დატევა შეუძლია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ ისეთი ჰაბიტატის შექმნა სურდათ, რომელსაც ხელოვნური გრავიტაცია ექნებოდა, რადგან იგი არამხოლოდ გაწრთვნილი ასტრონავტებისთვის, არამედ ჩვეულებრივი ადმაიანებისთვის საცხოვრებლად ვარგისი ყოფილიყო.
ჰაბიტატი ისეა შექმნილი, რომ გრავიტაციული ძალა რაც შეიძლება რეალისტური იყოს. კონცენტრირებული ცილინდრის ფორმის ჰაბიტატისთვის ეს ნიშანი საკმაოდ დამაბნეველია, რადგან რეალისტური გრავიტაცია და საშინელი ზღვის ავადმყოფობა ერთმანეთს საკმაოდ ჰგავს.
ტეხასის უნივერსიტების ინჟინრები პირველები არ არიან, რომლებმაც გრავიტაციის სიმულირება ღერძის გარშემო ბრუნვით გადაწყვიტეს. თუმცა, მათ ამ იდეასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა გადაჭრეს. მათი აზრით, მათ სწორი რადიუსი იპოვეს, რომელიც იმისთვისაა საჭირო, რომ ადამიანის თავმა და ფეხებმა განსხვავებული გრავიტაციული ძალა არ იგრძნოს.
გრავიტაციის გარდა, ინჟინრებმა ფარებიც შექმნეს, რომელიც ადამიანებს მომაკვდინებელი კოსმოსური რადიაციისგან დაიცავს.
კვლევა ჟურნალ Aerospace Science and Technology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები