ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის ბოლო ტურის მატჩის საქართველოსა და რუსეთს შორის რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით გადაიდო. მატჩი პირველ ნოემბერს მესხის სტადიონზე უნდა გამართულიყო.

რაგბი ევროპის განცხადებით, ევროპაში COVID-19 პანდემიის განახლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შეზღუდვების შემდეგ 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა მატჩის გადაიდება.

საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის გაიმართება საქართველო-რუსეთისა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის დანარჩენი მატჩები.