მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტი გამოფენას – მარჯანიშვილის უბანი მასპინძლობს
თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, თბილისის არქიტექტურის მე-2 ბიენალეს ფარგლებში, გამოფენას - მარჯანიშვილის უბანი მასპინძლობს.
პროექტი - მარჯანიშვილის უბანი თბილისის არქიტექტურის მე-2 ბიენალესთვის შეიქმნა და არქივების სახით ამ უბნის ისტორიებს აერთიანებს. მათ შორისაა: 1980-1990-იან წლებში უბნის რეკონსტრუქციის არქიტექტურული არქივი; 2000-იანი წლების თიბისის სათაო ოფისის შენობის სარესტავრაციო მასალები; ასევე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული გალაკტიონის დღიურების ჩანაწერები, რომლებსაც გამოფენაზე ფართო საზოგადოება ორიგინალის სახით იხილავს. აღსანიშნავია, რომ გალაკტიონ ტაბიძე ერთ დროს, სწორედ მარჯანიშვილის (ყოფილი ჟორესის) ქუჩაზე, №4 სახლში, მეორე სართულზე ცხოვრობდა.
პროექტის ფარგლებში თემატურ ჯგუფებადაა გამოფენილი: ორსაუკუნოვანი ურბანული პროცესების შედეგად ჩამოყალიბებული თიბისის შენობა, მარჯანიშვილის თეატრი, "წიგნის პალატა:, ე.წ. "მწვანე შენობა", ასევე 1980-იან წლებში მარჯანიშვილის ქუჩის რეკონსტრუქციის პროექტი, როგორც საბჭოთა მოდერნიზმის იდეალისტური პროექტების ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ჩანაფიქრის მიხედვით ვერ განხორციელდა.
გამოფენის კურატორია ხელოვანი და სცენოგრაფი - ირინა ქურთიშვილი, რომელიც გერმანიასა და საქართველოში მოღვაწეობს. მისი ავტორობით არაერთი მულტიდისციპლინარული გამოფენა განხორციელდა თბილისში, ფრანკფურტში, ბერლინსა და ვენაში.
თიბისი კონცეპტის სივრცე, გამოფენას 2021 წლის 13 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.
თბილისის მე-2 არქიტექტურული ბიენალე, სახელწოდებით - "რა გვაქვს საერთო?", 17 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება. ბიენალეს თემატიკა მიმდინარე პანდემიასა და ახალ რეალობას უკავშირდება - რამდენი რამ გვაქვს საერთო და როგორ გააერთიანა მთელი სამყარო ერთმა კონკრეტულმა პრობლემამ. თბილისში არსებულ ურბანულ და არქიტექტურულ პრობლემებზე პროფესიონალები, საერთოობის იდეის გარშემო, ციფრულ ფორმატში იმსჯელებენ.
გამოფენის პარალელურად, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, ჩატარდება:
- მარჯანიშვილის ტერიტორიაზე დღის და ღამის ტურები:
- კურატორ ირინა ქურთიშვილის ლექცია ტერიტორიის შესახებ ისტორიულ, არქიტექტურულ და სოციოლოგიურ ჭრილში;
- პარალელური გამოფენა, სადაც დამთვალიერებელი ტერიტორიაზე განლაგებული საცხოვრებელი კვარტალის ისტორიას გაეცნობა. გამოფენა 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მარჯანიშვილის 2 ნომერში გაიხსნება.
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
კომენტარები