ეს ყველაზე ახლო ვარსკვლავის სიკვდილია, რაც კი ოდესმე გვინახავს
215 მილიონი სინათლის წლის დაშორებით, გალაქტიკის გულიდან წამოსული სინათლე გაიშალა სივრცეში - მომაკვდავი ვარსკვლავის უკანასკნელი გამოძახილი, რომელიც ზემასიურმა შავმა ხვრელმა შთანთქა. ეს ყველაზე ახლო ვარსკვლავის სიკვდილია, რაც კი ოდესმე გვინახავს.
თუმცა, შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმა არც ისე ხშირად ხდება, ასტორონომები უკვე საკმარისად დააკვირდნენ ამ მოვლენას იმის გასაგებად, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. როდესაც ვარსკვლავი ძალიან ახლოსაა შავ ხვრელთან, ამ ზემასიური ობიექტის უსაზღვრო ძალა, რაც გამოწვეულია მისი გრავიტაციული ველით, თავისკენ მიიზიდავს და შემდეგ განიზიდავს ვარსკვლავს იმდენად ძლიერად, რომ მნათობი იხლიჩება.
გრავიტაციული გახლეჩვის მოვლენის (tidal disruption event - TDE) დროს სივრცეში გამოსხივდება სინათლე, რომელიც იქამდე ანათებს, სანამ ვარსკვლავის ნარჩენები მთლიანად არ შთაინთქმება შავი ხვრელის მიერ. თუმცა, ხშირად, სინათლეს ნაწილობრივ ფარავს მტვრის ღრუბელი, რომელიც კიდევ უფრო ართულებს ამ საკითხის დეტალურ შესწავლას.
ახალი TDE თავდაპირველად შარშან სექტემბერში დაინახეს და მას AT2019qiz უწოდეს. მისი საშუალებით, გაერთიანებული სამეფოს ბირმინგემის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფი, მატ ნიკოლის ხელმძღვანელობით, სწავლობს მტვრის წარმოშობას.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ როდესაც შავი ხვრელი შთანთქავს ვარსკვლავს, ამ პროცესს მოჰყვება ხვრელიდან ისეთი ნივთიერებების მძლავრი ამოფრქვევა, რომლებიც წარმოქმნიან მტვრის ღრუბელს," - ამბობს ასტრონომი სამანტა ოუთსი ბირმინგემის უნივერსიტეტიდან.
ვარსკვლავური TDE ერთ-ერთი კოსმიური ფენომენია, რომელსაც ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, უბრალოდ მუდმივად უნდა დავაკვირდეთ ცას და დაველოდოთ, სანამ შემთხვევით არ დავინახავთ მას. სწორედ ეს მოხდა AT2019qiz-ის აღმოჩენისას, როცა ასტრონომებმა სასწრაფოდ მიატრიალეს თავიანთი ტელესკოპები ცის იმ უმცირესი ნაწილისკენ, სადაც ერიდანუსის თანავარსკვლავედი ჩანდა და დააფიქსირეს სპირალური გალაქტიკის გული ჩვენგან 215 სინათლის წელიწადით შორს.
"მას შემდეგ, რაც ვარსკვლავი შუაზე გაიხლიჩა, TDE სწრაფადვე დააფიქსირეს ასტრონომებმა სხვადასხვა სადგურებზე", - ამბობს ტომას ვევერსი, რომელიც კვლევის დროს იმყოფებოდა კემბრიჯის უნივერსიტეტში. "ჩვენ მაშინვე მივმართეთ ტელესკოები საჭირო მიმართულებით, რომ დაგვენახა გამოსხივებული სინათლე."
ვარსკვლავის გახლეჩვისთანავე მისი ნარჩენები იშლება, გრძელი წითელი ზოლის სახით იშლება სივრცეში და შავ ხვრელში შთაინთქმება.
ინტენსიური გრავიტაციული და ხახუნის ძალების გავლენით გამოსხივდება სინათლე ამ მზარდ მატერიაში, რაც იწვევს მის გაცხელებას ისეთ ტემპერატურამდე, რომ TDE-ს გამოსხივებამ შეიძლება გადაფაროს იმ გალაქტიკის სინათლე, რომელშიც ეს პროცესი მიმდინარეობს.
საწყისი სინათლიდან, TDE ის გამოსხივება თვეების მანძილზე ნელნელა სუსტდება. ნიკოლი და მისი ჯგუფი ფრთხილად დააკვირდნენ მილევის პროცესს სხვადასხვა სინათლის ტალღებზე, ულტრაიისფერის, რადიო, ოპტიკური და რენტგენის სხივებით. ესეც ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი იყო, რადგან TDE ყველაზე კაშკაშაა ულტრაიისფერ და ოპტიკურ სპექტრში. ამ ნათების საშუალებით კი მეცნიერებმა შეძლეს AT2019qiz-ის მასების დათვლა.
"დაკვირვებებმა გვიჩვენა, რომ ამ ვარსკვლავს თითქმის იგივე მასა ჰქონდა, რამდენიც ჩვენს მზეს აქვს და მისი ნახევარი შავმა ხვრელმა შთანთქა, რომელიც მილიონჯერ უფრო მასიურია ვარსკვლავთან შედარებით", - განაცხადმა ნიკოლიმ.
იმ სისწრაფით, რა სისწრაფითაც ჯგუფის წევრები დააკვირდნენ ამ მოვლენას, ჩვეულებრივთან შედარებით ფართო სპექტრით, მათ ასევე დაადგინეს, რომ მტვრის ღრუბელი იყო TDE-ს თანმდევი და არა რაიმე ცალკეული მოვლენა.
"AT2019qiz არის ყველაზე ახლო გრავიტაციული გახლეჩვა, რაც აქამდე შეგვიმჩნევია და შესაბამისად, ყველაზე კარგად აღწერილი ელექტრომაგნიტურ სპექტრში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვხედავთ პირდაპირ მტკიცებულებას აირების ამოფრქვევისა გახლეჩვის დროს და მატერიის ზრდის პროცესს, რაც ხსნის იმ ოპტიკურ და რადიაციულ ემისიებს, რაც წარსულში გვინახავს“, - ამბობს ასტრონომი ედო ბერგერი ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის ცენტრიდან.
"დღემდე, ამ გამოსხივების წარმოშობა და ბუნება დავის საკითხის იყო, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ორივე გამოსხივება ერთსა და იმავე პროცესს უკავშირდება. მისი დაკვირვებით შგვიძლია როგორც მასის ზრდისთვის, ისევე ზემასიური შავი ხვრელიდან.= მისი ამოფრქვევისთვის თვალის მიდევნებაც.
ეს კვლევა სულ ახალი სამეცნიერო მიღწევაა TDE-ს შესწავლაში.
ამ წლის დასაწყისში ჯგუფმა დაინახა გახლეჩილი ვარკსვლავის ნარჩენები, რომლებიც ისე მიემართებოდნენ შავი ხვრელისკენ, როგორც წყალი იღვრება სადინარში. რამდენიმე წლის წინ TDE-ს შესწავლისას დადგინდა, რომ შავი ხვრელის მიერ გამოშვებული პლაზმის რაოდენობა პროპორციულია იმ რაოდენობისა, რა რაოდენობის ვარსკვლავის ნარჩენებსაც შთანთქავს იგი. ვარსკვლავის ის ნაწილი კი, რომელიც გადაურჩა შთანთქმას, გვიჩვენებს, რომ შავი ხვრელს განსაზღვრული "რაციონი" აქვს და იგი იკვებება მის გარშემო მბრუნავი ვარსკვლავით, მილიარდობით წლის მანძლზე.
მეცნიერების თქმით, AT2019qiz განსაკუთრებული შემთხვევაა და იგი მომავალი კვლევების ჩატარებაში დიდ როლს ითამაშებს.
კვლევა გამოქვეყნდა სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ყოველთვიურ ცნობებში.
კომენტარები