ზუგდიდს უნდა დაუბრუნდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი — გიგი უგულავა
ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდის მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
უგულავას თქმით, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, ზუგდიდში გაუმართავია მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც მოსახლეობას უზღუდავს შესაძლებლობას, ქალაქის ცენტრში გადაადგილდნენ გვიანობამდე. უგულავამ, ასევე, აღნიშნა, რომ საჭიროა მედიათეკების ფუნქციონირება ქალაქში, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ ინფორმაციისა და განათლების მიღების საშუალება.
გიგი უგულავა ამბობს, რომ საჭიროა რომ ზუგდიდს ჰქონდეს რეალური თვითმმართველობა, რათა მოსახლეობამ თვითონ განსაზღვროს, რა არის მათთვის პრიორიტეტული.
"საჭიროა ამ ქალაქში შემოვიტანოთ მუნიციპალური ველოსიპედები, სკუტერები და ამავე დროს ვიფიქროთ ტრანსპორტის ისე ორგანიზებაზე, რომ ახლომდებარე სოფლებს შეეძლოთ გვიანობამდე დაკავშირება ქალაქთან.
ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია მედიათეკები, რომელბმაც თბილისში გაამართლა, როდესაც ჩვენ ავაშენეთ 3 მედიათეკა, ხოლო, ამ მთავრობამ ეს პროექტი გააჩერა. ეს არი უნიკალური თავშეყრის ადგილი ახალგაზრდებისა და მოხუცებისათვის, ინფორმაციისა და განათლების მიღების კარგი საშუალება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ზუგდიდში აშენდეს 3 მედიათეკა.
ამავე დროს, ზუგდიდს უნდა დაუბრუნდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი და შესაბამისად, ის უნდა გახდეს ოფიციალურად რეგიონის ცენტრი. ამავდროულად, აუცილებელია, რომ ბიუჯეტიდან პირდაპირ, ავტომატურად, ადგილზე დარჩეს ფული, რათა ადგილობრივი ხელისუფლება არ იყოს დამოკიდებული ცენტრალურზე, არამედ იყოს დამოკიდებული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე და იყოს მორგებული მათ საჭიროებებზე.
ამ ყველაფერს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რადგან დღეს ყველაფერი არის საპირისპიროდ აწყობილი. ყველა უყურებს ერთ კაცს, იმ ერთ კაცს კი ეზარება და სძულს საქმის გაკეთება და არის ასე ქვეყანა გაჩერებული ჭაობში. ვიქნევთ ხელებს და კიდევ უფრო ვეფლობით ჭაობში. ამიტომ არის გარდამტეხი ცვლილებები საჭირო აქ, ზუგდიდში და მთლიანად საქართველოში", — აცხადებს უგულავა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები