საქართველოს მედია-კლუბმა წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის სამი ფაქტი დააფიქსირა
ფოტო: Shutterstock
საქართველოს მედია-კლუბის ანგარიში მოიცავს საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგის დროს დაფიქრებულ დარღვევებს 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით. თუმცა, ვინაიდან 1 სექტემბრამდე, ანუ წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე, ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული ფაქტები არ ქმნის საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარ საარჩევნო გარემოს, აღნიშნული ფაქტები მონიტორინგის ანგარიშში აისახა. მონიტორინგი, ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სადამკვირვებლო ორგანიზაციის — საქართველოს მედია კლუბის პროექტის — წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი — ფარგლებში ხორციელდება.
ორგანიზაციის დაკვირვებით, კვლავ ფიქსირდება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების მხრიდან. ამგვარი ფაქტები დაფიქსირებულია ჭიათურის, ზუგდიდისა და ქედის მუნიციპალიტეტებში.
მაგალითად, მათი თქმით, 2020 წლის 23 სექტემბერს პოლიტიკურმა გაერთიანებამ თავისუფალი საქართველო გაავრცელა პრესრელიზი, რომლითაც ირკვევა, რომ პარტიამ ჭიათურის მცხოვრებლებს საარჩევნო შეხვედრისას, იაფი მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში, წამლები გადასცა. საქართველოს მედია-კლუბი დაუკავშირდა პარტიის თავმჯდომარეს, კახა კუკავას, რომელმაც განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ორგანიზაცია მხოლოდ შუამავალია მოსახლეობასა და იმ კერძო კომპანიას შორის, რომელსაც თურქეთიდან იაფად წამლები ჩამოაქვს.
ამ განმარტების მიუხედავად, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტების კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა) საქართველოს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი "ა" პუნქტის პირდაპირი დარღვევაა.
ორგანიზაციის განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ირაკლი მატუამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, ოთარ ქადარია მოსყიდვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ქადარიამ პოლიტიკიდან გარიდება და ამის სანაცვლოდ დასაქმება, დის დასახმარებლად 600 ლარი და თბილისში დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა შესთავაზა. მათივე ინფორმაციით, თავად მატუა აღნიშნულს 9 სექტემბერს, ლელოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენაზე მომხდარ ფაქტს უკავშირებს, სადაც ლელოს ინფორმაციით, მმართველ პარტიასთან დაკავშირებულმა პირებმა შეხვედრის ჩაშლა სცადეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 17 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, რომლის შედეგებიც ამ დრომდე უცნობია.
საქართველოს მედია-კლუბისთვის ქადარიას მიერ შესაძლო მოსყიდვისა და გადაბირების სხვა ფაქტის შესახებაც გახდა ცნობილი. კერძოდ, ლელოს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, სესილი ჭითანავას ინფორმაციით, ოთარ ქადარიამ პარტიის დატოვება, სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ, მასაც შესთავაზა. ჭითანავამ საქართველოს მედია-კლუბის მონიტორთან საუბარში თქვა, რომ მას ქადარიამ 21 აგვისტოს მას შემდეგ დაურეკა, რაც 19 აგვისტოს ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ალექსანდრე ახვლედიანმა სოციალურ ქსელში ახალი წევრების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა და გაცხადდა, რომ მათ შორის სესილი ჭითანავაც იყო.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ჭითანავა რამდენიმე წლის წინ ზუგდიდის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ში, სპორტის განვითარების ცენტრში მუშაობდა. მისი ცნობით, სწორედ ამ ა(ა)იპ-ში აღდგენას და ხელფასის მომატებას (400 ლარის ნაცვლად 600 ლარს) დაპირდა ქადარია, თუ ის პოლიტიკური ორგანიზაციის, ლელო საქართველოსთვის რიგებს დატოვებდა.
მედია-კლუბის განცხადებით, 11 სექტემბერს მოქალაქე იზო ბარამიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ იტვირთება პროდუქტები ავტომანქანიდან ქართული ოცნების ქედის საარჩევნო შტაბში. ორგანიზაცია ინფორმაციის გადასამოწმებლად შტაბის ხელმძღვანელს, ამირან ცინცაძეს დაუკავშირდა, მაგრამ მან კითხვის მოსმენის შემდეგ ტელეფონი გათიშა და მასთან შემდგომი დაკავშირება ვერ მოხერხდა. იგივე კითხვით მიმართეს აღნიშნული საარჩევნო ოლქის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს, ანზორ ბოლქვაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მას ინფორმაცია არ ჰქონდა.
გამომდინარე იქედან, რომ ფაქტი ვიდეოკადრებით დასტურდებოდა, გადამოწმებისა და შესაბამისი რეაგირებისათვის ორგანიზაციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, რათა არ მომხდარიყო აღნიშნული პროდუქტების ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით გამოყენება. მათ თქმით, ცესკოს ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება არ მოუხდენია.
საქართველოს მედია-კლუბი რეკომენდაციით მიმართავს საარჩევნო სუბიექტებს, უარი თქვან იმგვარი პროექტების განხორციელებაზე, რაც ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.
აგრეთვე, მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებსა და მოხელეებს, არ გამოიყენონ საკუთარი უფლებამოსილება ამომრჩევლის მოსყიდვისთვის.
ორგანიზაცია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის თითოეული ფაქტი უმოკლეს დროში გამოიძიონ.
-
10 ფილმი, რომელსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომელსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
-
დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა
გადახედვა
-
POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს "ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს
გადახედვა
-
რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს
გადახედვა
-
სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება
-
დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე
გადახედვა
-
რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა? რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა?
გადახედვა
-
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
-
სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება 12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება
გადახედვა
-
კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება
გადახედვა
-
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება
გადახედვა
-
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
-
"ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე "ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
"რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს? "რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს?
გადახედვა
კომენტარები