ბალანსი — საბუღალტრო პროგრამა დისტანციური მუშაობისთვის
ბოლო პერიოდში პანდემიამ ბიზნესზე საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მსოფლიოში დასაქმებულთა ნაწილი უმუშევარი დარჩა, ხოლო დიდი ნაწილი თვეების განმავლობაში სახლიდან მუშაობაზე გადაერთო. მსგავსი სიტუაციაა საქართველოშიც. მძიმე პერიოდში ბიზნესს, იმისთვის რომ არ შეეწყვიტა ფუნქციონირება და მაქსმალურად შეენარჩუნებინა შემოსავალი, განსაკუთრებით დაეხმარა ღრუბლოვანი ე.წ. ქლაუდ ტექნოლოგია.
პირველი ქლაუდ სერვისი 1999 წელს შექმნა ამერიკელმა ანტერპრენერმა მარკ ბენიოფმა. ეს იყო კომპანია saleforce, SaaS (Software as a service) მოდელით. მას შემდეგ, ანუ უკვე 20 წელზე მეტია, ქლაუდი ბიზნესის მართვისა და ოპერირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელსაწყოა. ქლაუდით შექმნილი კომფორტი კი ყველაზე მეტად სწორედ პანდემიის პირობებში გამოჩნდა, როდესაც მილიონობოთ დასაქმებულ ადამიანს ოფისიდან სახლში მოუწია გადანაცვლება. მაგალითად ონლაინ შეხვედრებისა პლატფორმა zoom-ის გამოყენება პანდემიის პერიოდში 300%-ით გაიზარდა, ხოლო Teams-ში მარტის მხოლოდ პირველ კვირაში 12 მილიონი ახალი მომხმარებელი დარეგისტრირდა.
ქლაუდ ტექნოლოგია უფრო და უფრო აქტუალური ხდება საქართველოშიც. BDO-ს მიერ შექმნილი საბუღალტრო პროგრამა ბალანსი არის პირველი ვინც მომხმარებლებს საბუღალტრო პროგრამის SaaS მოდელი შესთავაზა. ბალანსი 5 წელია რაც ბაზარზეა და უკვე დაახლოებით 2 წელია რაც ქლაუდ ტექნოლოგიასაც ავითარებს. სპეციალურად ქლაუდ მოდელისთვის შეიქმნა ბალანსის განახლებული საიტი. აქ მომხმარებელი რეგისტრაციისას ქმნის საკუთარ ონლაინ კაბინეტს — სამუშაო სივრცეს, სადაც თავს იყრის პროგრამასთან დაკავშირებული ყველა დეტალი: სამუშაო ბაზები, დემო ბაზები, სასწავლო და დამხმარე მასალები და სხვა. აქ ფიქსირდება კომპანიის შესახებ ინფორმაცია და აქვე იღებს მომხმარებელი ინვოისებს და პროგრამით სარგებლობისთვის იხდის ბარათით საიტიდანვე. კაბინეტიდან ასევე შესაძლებელია თანამშრომლების მოწვევა კომპანიის ბაზაში სამუშაოდ.
ბალანსით მომხმარებელი სარგებლობს სერვისის ფორმით, შესაბამისად, საფასურსაც იხდის ყოველთვიურად ან ყოველწლიურად, იმის მიხედვით როგორ უფრო კომფორტულია მისთვის.
პროგრამა განკუთვნილია მენეჯერებისთვისაც და ბუღალტრებისთვისაც
ბალანსი არის მინი ERP სისტემა. ეს ნიშნავს, რომ ერთ სისტემაშია გაერთიანებული საწყობის პროგრამა, გაყიდვების პროგრამა, წარმოებისა და მშენებლობის აღრიცხვა, ფინანსები და მენეჯერული რეპორტები. პროგრამაში უკვე მზადაა თითოეული სფეროსთვის საჭირო ფუნქციონალი, მაგალითად, რეცეპტებით აღრიცხვა წარმოებისთვის, გეგმა-ფაქტური ანალიზი მშენებლობისთვის და ა.შ.
პროგრამის მუშაობის სტილი, მოკლედ შეიძლება ასე აღიწეროს — სისტემაში მუშაობენ როგორც საოპერაციო ნაწილის, ისე ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომლებიც. მაგალითად საწყობის მენეჯერი აფიქსირებს რომ საწყობიდან გავიდა ამა და ამ რაოდენობის მასალა, ამა თუ იმ ობიექტისთვის. ობიექტის მენეჯერი დააფიქსირებს, რომ დახარჯულია გარკვეული მასალა, ის კი ავტომატურად ჩამოიწერება საწყობიდან. პროგრამულად აღირიცხება ასევე ობიექტებს შორის მძიმე ტექნიკის გადაადგილება. აღნიშნული ოპერაციების შესაბამისი გატარებები პროგრამაში ავტომატურად კეთდება, ამ ყველაფერს კი ბუღალტერი ლაივ რეჟიმში ხედავს და აკონტროლებს. მზა რეპორტებში ინფორმაცია ასევე ავტომატურად ივსება პროგრამაში შეყვანილი მონაცემებით. შედეგად მენეჯერისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომია რეპორტები მიმდინარე ინფორმაციით.
ონლაინ მხარდაჭერა
მხარდაჭერის სერვისის კომფორტულობისთვის ბალანსში ჩაშენებულია ჩატი. მომხმარებლები ონლაინ ეკონტაქტებიან მხარდაჭერის გუნდს და თითქმის მომენტალურად იღებენ პასუხებს ყოველგვარი ზედმეტი ზარებისა და ლოდინის გარეშე.
ინტეგრაცია ღია სისტემებთან
ბალანსს აქვს ინტეგრაციის პროტოკოლი (API), ანუ მისი ინტეგრაცია შესაძლებელია სხვა ღია სისტემებთან, მაგალითად რესტორნის, კაფესა და სასტუმროს ე.წ ფრონტის პროგრამებთან, E-commerce პლატფორმებთან, BI სისტემებთან და ა.შ.
შედეგად, მონაცემები რომელიც ფიქსირდება ინტეგრირებულ პროგრამაში, პარალელურად აისახება ბალანსშიც და პირიქით. მაგალითად, თუ ბალანსი ინტეგრირებულია BI ანალიტიკის პლატფორმასთან, ბალანსში აღრიცხული მონაცემები გაყიდვების, შემოსავლებისა და სხვა მაჩვენებლების შესახებ აისახება და ქმნის მონაცემებს BI სისტემაში, რაც შემდეგ უკვე დახვეწილ ანალიტიკას იძლევა, ექსელის დოკუმენტების გარეშე.
E-commerce-ის შემთხვევაში გაცვლა ორმხრივია. მაგალითად, ბალანსის საწყობის მოდულში დამატებული პროდუქტი ავტომატურად შეიძლება შეიქმნას ონლაინ მაღაზიაში საიტზე, ხოლო საიტზე გაკეთებული გაყიდვები და გადახდები აისახოს ბალანსში შესაბამისი ბუღალტრული გატარებებით და გაყიდული პროდუქტი ავტომატურად ჩამოიწეროს საწყობიდან.
მუდმივად განახლებადი ფუნქციონალი
ბალანსს ჰყავს მომხმარებლები სრულიად განსხვავებული სფეროებიდან — დაწყებული ფრილანსერი ბუღალტრებით, დასრულებული სავაჭრო და მეწარმე კომპანიებით. მათთვის ყოველ 2 კვირაში გამოდის ახალი რელიზი, რომლის საშუალებითაც პროგრამას ემატება ახალი ფუნქციონალი და იხვეწება არსებული. გარდა სტანდარტული და დაგეგმილი განვითარებისა, თუკი მომხმარებელს ძალიან სპეციფიური ფუნქციონალი სჭირდება, ბალანსის გუნდი ღიაა დამატებითი დეველოპმენტისთვისაც.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები