მნიშვნელოვანია, მოვუფრთხილდეთ ოპოზიციის ერთიანობას, ამავე დროს არ მოვიტყუოთ თავი — ხოშტარია
ევროპულმა საქართველომ საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სია წარადგინა. ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის ვაკისა და საბურთალოს ოლქში, ელენე ხოშტარიას თქმით, გუნდში თითოეული წევრი იქნება კონკურენციაში არა სკამებისათვის, არამედ იმისათვის, რომ უკეთ ემსახურონ ხალხს. ხოშტარიამ განაცხადა, რომ დღეს ოპოზიცია არის ერთიანი ერთი მიზნისთვის, რომ დაამარცხონ ბიძინა ივანიშვილი, თუმცა, როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებამ დაინახოს ის განსხვავებები, რომლებიც თითოეულ პოლიტიკურ ძალას აქვს. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის ერთიანობას მოუფრთხილდნენ და ამავე დროს არ მოიტყუონ თავი და განსხვავებები აჩვენონ.
"ჩვენ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩავერთო იმ კონკურენციაში და ვიმოქმედოთ იმ პრინციპებით, რომელიც წარადგინა დავით ბაქრაძემ. კონკურენციაში არა იმისთვის, რომ მოვიპოვოთ სკამი, არამედ იმისთვის, რომ უკეთ ვემსახუროთ ხალხს.
თქვენ იცით, რომ მე ვარ მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკის ოლქში და მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც მხარს მიჭერენ. თუმცა, ჩვენ ვართ მრავალფეროვანი ოპოზიცია და ამ მრავალფეროვნების ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს და მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ყველა, მრავალფეროვანი საზოგადოების წარმომადგენელი იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. ამიტომ, ეს არის ის ამოცანა, რომელსაც ევროპული საქართველო სწორად და ხალხის ინტერესებით გაუძღვება.
მე მინდა მივმართო ქართულ ოცნებას. ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენმა წაგების შიშმა გადაგიყვანათ ქვების სროლაზე. ქვების სროლა ეს არის მხოლოდ შიშის და სასოწარკვეთის ნიშანი, მაგრამ ჩვენ ამით ვერ დაგვაშინებთ. თქვენ ეთამაშებით ცეცხლს, რადგან ადამიანი რომელიც შეიძლება ამისგან დაზარალდეს, არ აქვს მნიშვნელობა თუ ის რომელ პალიტიკურ პარტიას ეკუთვნის, ჩვენ ყველა ვართ ერთი ქვეყნის შვილები და არ არსებობს პოლიტიკური სკამი, რომელიც უფრო ძვირი ღირს ვიდრე ერთი ადამიანის ერთი წვეთი სისხლი, იქნება ეს სადახლოში, გლდანსა თუ ბოლნისში", — განაცხადა ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიციურ პარტიებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ და ყველას მოუწოდებს, ამ ქვებს ძალადობაში არ აყვნენ და 31 ოქტომბერს ღირსეულად და მშვიდობიანად შეცვალონ ეს ხელისუფლება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები