ევროპული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოთარ კახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იკლო.

ოთარ კახიძის თქმით, მინისტრი ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და ამაზე მეტყველებს უწყების ოფიციალური სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, ყველა სახის დანაშაულის რიცხვი გაზრდილია.

"შინაგან საქმეთა მინისტრს მე ვურჩევ, რომ ჩაიხედოს საკუთარი უწყების ოფიციალურ სტატისტიკაში და იქ ნახავს, რომ დანაშაული სიცოცხლის წინაარმდეგ, 900 შემთხვევიდან გაიზარდა 2300 შემთხვევამდე. დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, 4600-დან გაიზარდა 11 000-მდე. დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ 13 000-დან გაიზარდა 25 000-მდე. ეს წერია პოლიციის ოფიაციალურ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში და შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოება ასე უტიფრად არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში. ევროპული საქართველო გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს ქვეყანას, 31 ოქტომბრი შემდგომ, როდესაც ჩვენ შევამცირებთ კრიმინალს და ასეთი სახის ტყუილებს აღარ ვაკადრებთ საზოგადოებას", — განაცხადა ოთარ კახიძემ.