საზღვარგარეთიდან ჩამოსულ 5 უცხოელ სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ჩამოსული სტუდენტები სავალდებულო კარანტინს გადიოდნენ, სადაც ვირუსი დაუდგინდათ. მისივე ინფორმაციით, სტუდენტების კონტაქტებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ.