პუტინი ფიქრობს, რომ ნავალნიმ თავი მოიწამლა, ოპოზიციონერი მას ირონიულად პასუხობს
პუტინის ვერსიის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, ნავალნიმ თავი თავად მოიწამლა, ნავალნიმ ინსტაგრამგვერდზე პოსტი გამოქვეყნა და თქვა, რომ კარგი ვერსიაა და შესწავლას იმსახურებს.
"სამზარეულოში ნოვიჩოკი მოვხარშე; მერე თვითმფრინავში მშვიდად ვწრუპავდი; ბოლოს კომაში ჩავვარდი. მანამდე კი ცოლს, კოლეგებსა და მეგობრებს მოველაპარაკე, რომ თუ ჯანდაცვის სამინსიტრო გერმანიაში ჩემს გადაყვანას მოინდომებს, არაფრის დიდებით არ დათანხმდნენ. მოვკმვდარიყავი ომსკის საავადმყოფოში და აღმოვჩენილიყავი ომსკის მორგში, სადაც სიკვდილის მიზეზად ჩაწერილი იქნებოდა, "საკმარისი იცხოვრა" — აი, ეს იყო ჩემი ეშმაკური გეგმის საბოლოო მიზანი. მაგრამ პუტინმა მაჯობა, მას ასე იოლად ვერ მოატყუებ. შედეგად კი, მე, როგორც სულელი, 18 დღე კომაში ვიყავი. ჩემსას ვერ მივაღწიე. პროვოკაცია არ გამოვიდა!" — ნათქვამია ნავალნის საპასუხო პოსტში.
ნავალნის მიერ თავის მოწამვლის ვერსიაზე პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა MEDUZA-მ ფრანგულ მედია LE MONDE-ზე დაყრდნობით გაავრცელა. მათივე ცნობით, საუბრისას მაკრონმა უარყო პუტინის ვერსია.
მედიის ინფორმაციით, საუბრისას პუტინმა ნავალნის მარტივი არეულობის გამომწვევი უწოდა და აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლის ფონდი, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, დეპუტატებსა და ჩინოვნიკებს აშანტაჟებდა.
20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი ტომსკი-მოსკოვის თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა, რის შემდეგაც თვითმფრინავი ომსკში დაეშვა და პოლიტიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ნავალნის ახლობლები ითხოვდნენ, რომ იგი სამკურნალოდ უცხოეთში გადაეყვანათ. რუსი ექიმები კი აცხადებდნენ, რომ მძიმე მდგომარეობაში მისი გადაყვანა საშიში იქნებოდა. თუმცა 22 აგვისტოს პოლიტიკოსი გერმანიაში გადაიყვანეს.
სექტემბრის დასაწყისში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის საწამლავით მოწამლეს. რუსულმა მხარემ მოწამვლასთან ყველანაირი კავშირი უარყო და განაცხადა, რომ ომსკის კლინიკაში გაკეთებულ ანალიზში საწამლავის კვალი არ ჩანდა.
ალექსეი ნავალნი პუტინის ყველაზე დიდი ოპოზიციონერია. პოლიტიკური აქტიურობის გამო ის მოსკოვში არაერთხელ დააკავეს და ადმინისტრაციული პატიმრობაც მიუსაჯეს. პირველ ჯერზე საპატიმრო დაწესებულებაში მან ათი დღე გაატარა.
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები