ეკვილიბრიუმი ამჯერად გორის სოფელ თორტიზას ეწვია და მცირე ბიბლიოთეკა მოაწყო. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს სოფელი ოკუპანტების მიერ დაიბომბა და ამ სოფლის სკოლის მოსწავლე შეიწირა.

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

გარდა ამისა, გაფორმდა მემორანდუმი გორის უნივერსიტეტთან, რომლის თანახმადაც სოფელ დიცში, ოკუპაციის გამყოფ ხაზთან ლიტერატურული ფესტივალის დაფუძნება იგეგმება.

მოძრაობის მხარდამჭერია #გალფი.