მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული IPSOS-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე — რომელი პოლიტიკური ძალა შეძლებს თქვენთვის მნიშნელოვანი პრობლემების ყველაზე ეფექტიანად მოგვარებას — 19% პასუხობს, რომ ეს არის ქართული ოცნება. 18% აზრით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანებული ოპოზიცია.

ამასთან, 5%-მა ევროპული საქართველო აირჩია, ხოლო 2,5%-მა ლელო. 2%-ისთის ეს იქნება ლეიბორისტული პარტია. ასევე, 2% ფიქრობს, რომ პატრიოტთა ალიანსი მოაგვარებს მათ პრობლემებს ყველაზე ეფექტიანად. 1,5%-ისთვის ეს არის სტრატეგია აღმაშენებელი და გირჩი.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

IPSOS-მა კვლევა მთავარი არხის დაკვეთით ჩაატარა. არხის ინფორმაციით, კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 18+ ასაკის რესპონდენტი, სტრატიფიცირებული შემთხვევით შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს გზით გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები +-2,5%-ია.