დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსის წევრსა და საკრებულოს დეპუტატ ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.

"ამ წუთას მოვიდა ტესტის პასუხი: COVID-19 დადებითი... ყველაფერი კარგად იქნება!" — წერს ჯაბა ჯიშკარიანი.

ის უკვე პარტიის მესამე წევრია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მანამდე ვირუსი გამოუვლინდათ ლევან გოგიჩაიშვლსა და გედევან ფოფხაძეს.

19 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 3 306 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 481 უკვე გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. კარანტინში არის 5 014 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: