საზოგადოებაში ფესვგადგმული ქალთმოძულეობა — სიშიშვლის გარშემო არსებული ორმაგი სტანდარტები
წინამდებარე სტატიაში BuzzFeed News-ის რეპორტიორი ლორენ სტრაპაგილი ემილი რატაკოვსკისა და პერის ჰილტონზე უნებართვოდ გავრცელებულ შიშველ ფოტო- და ვიდეომასალას კრის ევანსის ბოლოდროინდელ შემთხვევას უპირისპირებს და საზოგადოებაში არსებულ ქალთმოძულეობაზე საუბრობს. ავტორის მიერ შერჩეული თხრობის სტილი ჩვენს თარგმანში სრულად, ცენზურის გარეშეა დაცული.
ფოტო: Pietro S. D'aprano / Jon Kopaloff / Willi Sanjuan
ემილი რატაკოვსკის შიშველი ფოტოებისა და პერის ჰილტონის უნებართვოდ გავრცელებული ჩანაწერის მიმართ არსებულ საზოგადოებრივ რეაქციას თუ კრის ევანსის სოციალური მედიის შემთხვევას შევადარებთ, დავინახავთ, ჯერ კიდევ რაოდენ ღრმადაა ქალთმოძულეობა ფესვგადგმული.
როდესაც ემილი რატაკოვსკის Cut-ში დაწერილი ბოლო ესეი წავიკითხე, რომელშიც ის წერდა, რომ ფოტოგრაფმა ჯონათან ლედერმა მისი თანხმობის გარეშე გამოუქვეყნა შიშველი ფოტოები, მინდოდა, მისი პოლაროიდების სამი წიგნის ყველა უკანასკნელი ასლი მეპოვა და კოცონში დამეწვა. ან ვულკანში გადამეძახებინა. ან ზღვის ფსკერის სიღრმეებში გადამეშვა. რამე მაინც, რაც მცირედით მაგრძნობინებდა სამართლიანობას — არა მხოლოდ რატაკოვსკისთვის, არამედ ყველა იმ ქალისთვის, რომელსაც ძალით შეახსენეს, რომ საკუთარი სხეული მათ არ ეკუთვნით.
რატაკოვსკიმ ლედერს ფოტოები კარიერის ადრეულ ეტაპზე გადააღებინა, როცა ის 20 წლის იყო. ესეიში ის ამბობს, რომ ნერვებს ტკბილი წითელი ღვინით იწყნარებდა, როდესაც ნახევრად და მთლიანად შიშველი მისთვის პოზირებდა იმის იმედად, რომ შთაბეჭდილებას მოახდენდა მამაკაცზე, ვისზე შთაბეჭდილების მოხდენაც საკუთარ მოვალეობად მიაჩნდა. მან ლედერს სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი, მაგრამ სავარაუდო დარღვევები ამით არ დასრულებულა. როგორც კი ემილიმ წარმატებას მიაღწია, ლედერმა გამოუყენებელ პოლაროიდებს რამდენიმე წელიწადში სამ წიგნად მოუყარა თავი — რატაკოვსკის ესეის მიხედვით, ეს მოდელის სურვილსა და ფოტოების გამოყენების საწყისი ჩანაფიქრის იურიდიულ შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა. ემილი საჯაროდ ცდილობდა პროექტის შეჩერებას, მაგრამ ხალხმა რატაკოვსკის პროტესტის მიუხედავად — ან იქნებ სწორედაც ამის გამო — მაინც იყიდა წიგნი და დაესწრო წარდგენას.
როდესაც ლედერს Cut-ის ფაქტების გადამმოწმებელი დაუკავშირდა, მან თქვა: "ხომ გესმით, ვისზეა საუბარი, არა? ეს ის გოგოა, რომელიც ჟურნალ Treats!-ში შიშველი იყო და იმ დროისთვის რობინ თიკის ვიდეოში შიშველი დახტუნაობდა. მართლა გინდათ, ვინმემ დაიჯეროს, რომ ის მსხვერპლი იყო?"
რატაკოვსკიმ დაწერა: "წლების განმავლობაში, სანამ კარიერას ვაწყობდი, ის ამ ემილის თავისი ჭრიალა ძველი სახლის უჯრებში ინახავდა და იცდიდა, რომ საჯაროდ 'გაებოზებინა'".
ეს რომ წავიკითხე, ბრაზმა მომიცვა. ახლაც გაბრაზებული ვარ. მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი სურვილით ის ერთხელ შიშველი იყო, ან თუნდაც ერთზე მეტჯერ, ხალხს იმის უფლება არ ეძლევა, რომ მის სხეულს თავისუფლად დაეპატრონოს.
ფოტო: Pietro S. D'aprano
ის ფაქტი, რომ რატაკოვსკის აღწერილი ექსპლუატაცია პატრიარქატისა და ქალთმოძულეობის 101-ის შედეგია (იმის, რომ კაცებს ასწავლიან, თითქოს ქალები სიამოვნებისა და გართობის ერთჯერადი საგნები არიან), ამას ნაკლებად შემზარავს არ ხდის. ზოგიერთი მამაკაცისთვის ექსპლუატაცია უბრალოდ შესაძლებლობა კი არა, აუცილებლობაა. მათთვის ქალი სრულფასოვანი ადამიანი არ არის.
ახლა, ალბათ, ჩვენს ვითომდა პოსტფემინურ საზოგადოებაში, გვინდა, გვჯეროდეს, რომ ამაზე უკეთესები ვართ. თუმცა სულ რაღაც ექვსი წლის წინ მოხდა შემთხვევა, როცა ათობით ცნობილი ქალის, მათ შორის რატაკოვსკის, შიშველი ფოტოები მოიპარეს და უნებართვოდ განათავსეს ინტერნეტში. ის ფაქტი, რომ პირად მონაცემთა ამ მასობრივ დარღვევას The Fappening (ინგლისური სლენგი, რომელიც "მოვლენასა" და "მასტურბაციას" აერთიანებს) ეწოდა, საკმარისს ამბობს იმაზე, თუ რაოდენ აღტაცებით იპოვეს და მოიხმარეს ეს ფოტოები — როგორ იპოვეს და მოიხმარეს ეს ქალები. მახსოვს, ჩემი Reddit-ის მთავარი გვერდი ამ ფოტოების ტალღების მოქცევად იქცა, შემდეგ ისინი იშლებოდა, შემდეგ კი ციკლი თავიდან იწყებოდა, რადგან ადმინისტრატორები ძლივს ახერხებდნენ დროულად რეაგირებას.
საქმე ის კი არაა, რომ შიშველი სხეულების პოვნა ინტერნეტში რთულია. მაგრამ მათთვის, ვინც ეს ფოტოები აღტაცებით მოიხმარა, მათი მოხმარების მთელი სიამოვნება იმაში მდგომარეობს, რომ ამ ქალებს მათი ნებართვის გარეშე უყურებენ — რომ შეუძლიათ, ისინი დაამცირონ, დააკნინონ და მათ "შესაფერისი ადგილი" მიუჩინონ. The Fappening მხოლოდ ტრაკებსა თუ ძუძუებზე ყურებით გათავება არ ყოფილა — ეს ხდებოდა იმის ცოდნით, რომ ეს მოქმედება წარმატებული და ცნობილი ქალების ძლიერი შეურაცხყოფა და დამცირება იყო.
"ფოტოების გავრცელების შემდეგ განადგურებული ვიყავი. ხუთ დღეში 4,5 კილო დავიკელი, ერთი კვირის შემდეგ კი თმის მთელი გროვა ჩამომიცვივდა, რამაც ჩემს თავზე, უკან, თეთრი კანის იდეალურად მრგვალი წრე დატოვა", — დაწერა Cut-ის ესეიში.
წინა კვირაში მსახიობ კრის ევანსს საკუთარი შიშველი ფოტო ონლაინ სივრცეში გაუვრცელდა. ჰაკერობის სკანდალისგან განსხვავებით, ეს თვითონ მსახიობს მოუვიდა შემთხვევით. მან Instagram-ის სთორიში საკუთარი გალერეის სქრინშოთი ატვირთა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, პენისის ფოტოსაც შეიცავდა. სთორი მალევე წაიშალა, მისმა ფანებმა და სხვა ვარსკვლავებმა კი, მაგალითად, კრისი ტაიგენმა და მარკ რუფალომ, სწრაფადვე დაიწყეს მისი დაცვა. დაიწყო კამპანია, რომელიც კიცხავდა ყველას, ვინც ეს ფოტო გააზიარა, და გვახსენებდა, რომ მისი გაზიარება ევანსის პირადი სივრცის დარღვევა იყო. როდესაც Twitter-ზე მისი სახელი ტრენდული გახდა, ფანებმა სხვადასხვა ჰეშთეგი ძაღლებთან ერთად და საავადმყოფოში ბავშვების სტუმრობისას გადაღებული ევანსის ფოტოებით გადაფარეს, რათა ყურადღება მისი სხეულიდან მის ადამიანურობაზე გადართულიყო.
ფოტო: Jon Kopaloff
მიხარია, რომ ევანსს კარგად მოექცნენ. მაგრამ ევანსის ფოტოს ისეთი აღტაცებითა და თავგამოდებით არასდროს მოიხმარდნენ, როგორც ეს 2014 წლის ფოტოების შემთხვევაში მოხდა, რადგან მისი სხეული მისად მიიჩნევა. როცა მის პირად სივრცეს მოვკრავდით თვალს, ეს ჩვენ მის პიროვნებაზე ძალაუფლების მოპოვებისა და მისი ფლობის რაიმე შეგრძნებას არ გაგვიჩენდა.
შეიძლება, თქვათ, რომ იმ ქალებს, რომელთა ფოტოებიც მოიპარეს, მათ შორის რატაკოვსკის, ნამდვილი შედეგები არ უწვნევიათ. თქვათ, რომ მედიის უდიდესი ნაწილი მათ მხარეს იყო, მათი კარიერა კი უცვლელად გაგრძელდა. როგორც თვითონ ლედერმა თქვა რატაკოვსკიზე, ამ ქალების უმეტესობა სხვა ფორმატებში საკუთარი სურვილითვე გაშიშვლდა — მერე რა?
სწორედ ასე ვუყურებთ სექსუალურ ძალადობას მთელ მსოფლიოში. გაუპატიურების კულტურის ქვეშ სექსუალური ძალადობა იშვიათად და ზოგჯერ, არარსებულადაც კი განიხილება — თუკი ის მაინც ხდება, დიდი არაფერია. ეს მხოლოდ ცუდი სექსი იყო. ეს მხოლოდ ფოტოა. მორჩა, დაივიწყე.
ნამდვილად რომ გვინდოდეს რაიმეს სწავლა, ამისთვის საკმარისი შესაძლებლობები გვაქვს. ამ კვირაში YouTube-ზე This Is Paris გამოვიდა — დოკუმენტური ფილმი პერის ჰილტონზე, ერთ-ერთ პირველ ინფლუენსერზე. ჰილტონი არასდროს ყოფილა ის ადამიანი, რომელსაც დიდად თანაუგრძნობდნენ. მას ყოველთვის მდიდარ და სულელ გოგოდ განიხილავდნენ, რომელიც პოპულარობისთვის საკუთარი თავის ექსპლუატაციას ახდენდა. ზედმეტად მარტივია იმის დავიწყება, რომ საზოგადოებაში მისი ცნობადობის გაზრდის ნაწილი მისი სექსის ჩანაწერის უნებართვოდ გავრცელება იყო.
ის მხოლოდ 19 წლის იყო, როდესაც ეს ჩანაწერი — ულმობელი სათაურით 1 ღამე პერისში (1 Night in Paris) — გაავრცელა კაცმა, რომელიც ჰილტონს უყვარდა, იმ აუდიტორიისთვის, რომელმაც ის აღტაცებით მიიღო — არა იმიტომ, რომ ის რაიმე ფორმით კარგი ვიდეო იყო, არამედ იმიტომ, რომ, იმ შიშველი ფოტოების მსგავსად, ეს იყო იმის შესაძლებლობა, რომ ჰილტონის რაღაც ნაწილს მისი სურვილის გარეშე დაუფლებოდი.
"ეს იყო ინტიმური მომენტი თინეიჯერ გოგოსთან, რომელიც საღად ვერ აზროვნებდა, მაგრამ ყველა უყურებდა ამას და იცინოდა, თითქოს რაღაც თავშესაქცევი ყოფილიყო", — ამბობს ჰილტონი დოკუმენტურ ფილმში.
ფოტო: Paris Hilton / YouTube
ჰილტონი ამბობს, რომ კაცმა კამერა ამოიღო და წნეხის ფონზე ჩანაწერის გაკეთებაზე დაითანხმა, თან უთხრა, რომ ვიდეოს სხვა არავინ ნახავდა. ვიდეოს გავრცელების შემდეგ პრესამ პერისი დაადანაშაულა ზუსტად ისე, როგორც ლედერმა დაადანაშაულა რატაკოვსკი და როგორც შიშველი ფოტოების დაჰაკვის შემდეგ დაადანაშაულეს ქალები მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ფოტოები საერთოდ გადაიღეს.
"ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ელექტრონულად გამაუპატიურეს", — თქვა ჰილტონმა.
"ეს რომ დღეს მომხდარიყო, იგივე ამბავი არ განმეორდებოდა. მათ ცუდი ადამიანი გამხადეს. რაღაც ცუდი ჩავიდინე. ეს ჩემი პირველი ნამდვილი ურთიერთობა იყო, 18-ის ვიყავი. მასზე ძალიან ვიყავი შეყვარებული და მინდოდა, გამებედნიერებინა".
იმაში ვეთანხმები, რომ ეს ჩანაწერი დღეს რომ გავრცელებულიყო, მის გარშემო არსებული მედია რეპორტაჟები სხვაგვარი იქნებოდა, ვიდრე 16 წლის წინ. როგორც მინიმუმ, ზოგიერთი სათაური უფრო თანამგრძნობი იქნებოდა; ზოგი ადამიანი ძალადობას მის ნამდვილ სახელს დაარქმევდა. მაგრამ მაინც, ვიცი და თქვენც იცით, რომ Reddit-ზე უამრავი ენაგადმოვარდნილი პოსტი იქნებოდა, პორნოსაიტებზე კი ვიდეო მუდმივად აიტვირთებოდა და ხალხი აღტაცებით მოიხმარდა ამ საბოლოო "გამოგიჭირეთ" მომენტს იმ ქალისა, რომელმაც რაღაც დონის ცნობადობას, წარმატებასა და მოწონებას მიაღწია.
ის, რომ ჩვენ ასეთი დარღვევები არ გვადარდებს თეთრკანიანი, გამხდარი, ლამაზი და წარმატებული ქალების მიმართ, ბევრს ამბობს იმაზე, კიდევ ვის არ ვაძლევთ საკუთარი სხეულების ფლობის საშუალებას. თუკი მხოლოდ ახლა ვიაზრებთ, რომ ჰილტონი და რატაკოვსკი ის ქალები არიან, რომელთა პირადი სივრცეც დაარღვიეს, რა მოხდება, როცა ვიღაცას, ვინც არ არის თეთრკანიანი, ან არის LGBTQ თემის წარმომადგენელი, მსუქანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ან ღარიბი, ამგვარი ფორმით მოხმარებისთვის გამოვარჩევთ?
ნუ, ეს უკვე ვიცით. 2016 წელს, როდესაც კომიკოსი ლესლი ჯონსი დაჰაკეს და მისი შიშველი ფოტოები გავრცელდა, ამის რეაქცია მოიცავდა არა მხოლოდ ქალთმოძულეობას, არამედ ასევე რასიზმსა და სხეულის ფორმების შეურაცხყოფას. იგივე ტროლები, რომლებიც გამხდარი და თეთრკანიანი ქალების შიშველ ფოტოებს ავრცელებდნენ, ახლა ჯონსის გარეგნობაზე ცვლიდნენ ერთმანეთში გესლიან შენიშვნებს. "ჩვენ არა მხოლოდ გფლობთ — ამბობდნენ ისინი — არამედ უარგყოფთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ შენ გმართავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, შენი სხეული შენ არ გეკუთვნის. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს შენი ბრალია".
მინდა, მჯეროდეს, რომ ახლა ყველაფერს ვიაზრებთ. მინდა, მჯეროდეს, რომ ვიცვლებით. მაგრამ რატაკოვსკის ეს ფოტოწიგნები ჯერ კიდევ თაროებზეა შემოდებული და ჯერ კიდევ შეგიძლიათ ამ მოპარული შიშველი ფოტოების ნახვა.
ვიცი, რომ ერთადერთი არ ვარ, ვისაც თითოეული მოპარული შიშველი ფოტოსა და უნებართვოდ გავრცელებული ვიდეოს განადგურება უნდა. მოდით, დავანთოთ ეს კოცონი, დავწვათ ეს წიგნები და ცეცხლის გარშემო ვიცეკვოთ.
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
კომენტარები