ბარბადოსი დედოფალ ელიზაბეტ II-ის მმართველობიდან გამოსვლას მოითხოვს
ბარბადოსის სახელმწიფომ განაცხადა, რომ დედოფალ ელიზაბეტ მეორის მმართველობიდან გამოსვლასა და რესპუბლიკად გამოცხადებას 2021 წლის ნოემბრისთვის გეგმავს.
კარიბის ზღვის აუზის ქვეყნის პრემიერმინისტრი, მია მოთლი, განცხადებაში ერთგვარ გაფრთხილებად ციტირებს ბარბადოსის პირველი პრემიერის, ეროლ ბეროუს, სიტყვებს, რომელიც "კოლონიალური პირობების გაჭიანურების" წინააღმდეგ ილაშქრებდა.
"მოვიდა დრო, საბოლოოდ მოვიტოვოთ უკან ჩვენი კოლონიალური წარსული. ბარბადოსელებს ბარბადოსელი მმართველი სურთ", — განაცხადა სიტყვის გამოსვლისას ქვეყნის გენერალ-გუბერნატორმა, დეიმ სანდრა მეისონმა, — "ეს არის საბოლოო განაცხადი ჩვენი სიმტკიცისა — რომ საკუთარი თავის და ჩვენი შესაძლებლობების გვჯერა. ამრიგად, ბარბადოსი სრული სუვერენიტეტისკენ შემდეგ ლოგიკურ ნაბიჯს გადადგამს და დამოუკიდებლობის 55 წლისთავის აღსანიშნავად, გახდება რესპუბლიკა".
გაერთიანებული სამეფოსგან დამოუკიდებლობა ქვეყანამ 1966 წელს მოიპოვა, თუმცა დედოფალი მაინც რჩება ბარბადოსის კონსტიტუციურ მონარქად და სახელმწიფოს მმართველად.
1998 წელს ბარბადოსის კონსტიტუციის მიმომხილველმა კომისიამ რესპუბლიკად გამოცხადების რეკომენდაცია გასცა, 2015 წელს კი, ქვეყნის იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა, ფროინდელ სტიუარტმა, განაცხადა, რომ ბარბადოსს უახლოეს მომავალში უნდა დაეღწია თავი მონარქიული მმართველობისგან და რესპუბლიკა გამხდარიყო.
კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების უმეტესობამ, დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ, ფორმალური კავშირი შეინარჩუნა ბრიტანულ მონარქიასთან.
დაგეგმილი ცვლილებების შესრულების შემთხვევაში, ბარბადოსი რეგიონში მეოთხე ქვეყანა გახდება, ტრინიდადი და ტობაგოს, დომინიკისა და გაიანას შემდეგ, რომელმაც სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია. მსგავსი გზის გავლას გეგმავს იამაიკაც, რომლის პრემიერმინისტრის, ენდრიუ ჰოლნესის, განცხადებით, სუვერენიტეტი მთავრობისთვის პრიორიტეტულია.
ბარბადოსმა სუვერენიტეტისკენ პირველი ნაბიჯები 2003 წელს გადადგა, როცა ლონდონში დაფუძნებული იურიდიული კომიტეტისა და საბჭოს დაქვემდებარება გააუქმა, ნაცვლად ამისა კი, უმაღლესი ინსტანციის სასამართლოდ ტრინიდადში მდებარე კარიბის მართლმსაჯულების სასამართლო გამოაცხადა. 2015 წელს სახელმწიფომ რესპუბლიკის სტატუსის მიღება უახლოეს ერთ წელში მოითხოვა.
განცხადებების პასუხად, გაერთიანებული სამეფოს მონარქმა, ელიზაბეტ მეორემ, თქვა, რომ ეს თემა უშუალოდ ეხება ბარბადოსელებს.
"ეს საკითხი ბარბადოსის მთავრობის და ხალხის გადასაწყვეტია", — წერია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.
თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების დამოუკიდებლობაზე ისაუბრეს პრინც ჰარიმ და მეგან მარკლმა, რომლებიც, მიუხედავად სამეფო სტატუსების დატოვებისა, მაინც მიიჩნევიან დედოფლის თანამეგობრობის ნდობის (QCT) პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად.
"როცა თანამეგობრობას უყურებ, რწმუნდები, რომ წინსვლისთვის სხვა გზა არ არსებობს, გარდა წარსულის აღიარების და ყველასთვის მომგებიან სიტუაციაზე ფიქრისა", — განაცხადა პრინც ჰარიმ ივლისის თვეში.
"თანასწორობა ვინმეს უკან დახევას არ გულისხმობს; ეს ნიშნავს ყველა ჩვენგანის ერთ პედესტალზე დგომას — რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა", — აღნიშნა მეგან მარკლმაც.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბარბადოსს, შესაძლოა, თანამეგობრობის სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ. ეს საკითხი განიხილებოდა ავსტრალიაშიც, თუმცა 1999 წელს ჩატარებული რეფერენდუმით ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობამ ელიზაბეტ მეორის მმართველობას მხარი დაუჭირა.
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები