გიორგი გახარია ისევ პრემიერმინისტრობის კანდიდატია
ფოტო: საქართველოს მთავრობა
მოქმედი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ქართულმა ოცნებამ ისევ პრემიერმინისტრად წარადგინა. ამის შესახებ პარტიამ ოფიციალურად დღეს, 10 სექტემბერს განაცხადა.
"ქართული ოცნება“ არ ასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ჩვენ ვასახელებთ მომავალ პრემიერ-მინისტრს", — განაცხადა ქართული ოცნების საარჩვენო შტაბის ხელმძღვანელმა და პარტიული სიის მესამე ნომერმა, ირაკლი კობახიძემ.
ქართული ოცნების განახლებულ პროპორციულ სიაში მოხვდნენ როგორც ძველი, ისე ახალი სახეები. მათ შორის პირველ ოცეულში ყოფილი სპორტსმენებიც არიან.
გიორგი გახარიას ხმაურიანი შს მინისტრობა და დაწინაურება გადაყენების ნაცვლად
მას შემდეგ, რაც პოლიციამ 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქცია დაშალა, რა დროსაც ათეულობით ადამიანი დაშავდა და ორმა თვალი დაკარგა, მისი გადადგომის მოთხოვნით აქცია #სირცხვილია დაიწყო. გახარია ამბობდა, რომ დაშლის ბრძანება თვითონ გასცა და ასევე ამტკიცებდა, რომ აქციის მონაწილეები ინფორმირებულები იყვნენ, როცა დაშლა დაიწყო. მისი თქმით, პოლიციას არ გამოუყენებია არც ერთი ტყვია, რომელიც კანონით აკრძალულია. გახარია ამბობდა იმასაც, რომ ყველაფერი, რაც აქციის ღამეს მოხდა მისი პასუხისმგებლობაა.
გახარიას მინისტრობას უკავშირდება არაერთი გახმაურებული საქმე. მათ შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებაც, როცა მინისტრი მეოთხე დღესვე ამტკიცებდა, რომ ყველა დამნაშავე დაკავებულია, გამოძიება რამდენიმე თვე გაგრძელდა და ერთ-ერთი ბრალდებული ერთი წლის შემდეგ დააკავეს. მის სახელს უკავშირდება ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაცია და საპროტესტო აქციები, რომელიც მინისტრმა "ბოდიშით" დაასრულა. მისი მინისტრობის დროს არ მიეცა LGBTQI თემს უსაფრთხოების გარანტიები საპროტესტო აქციების გასამართად და პრაიდის ჩასატარებლად. მისივე ბრძანებით ჩატარდა სპეცოპერაციაც პანკისში, რომელიც მოსახლეობასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სხვადასხვა საქმეზე მას შანტაჟსა და მუქარაშიც ადანაშაულებდნენ, რასაც ის უარყოფდა. მათ შორის თიბისი ბანკის. თიბისის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ მინისტრისგან წინასაარჩევნო პერიოდში მუქარის წერილი მიიღო. შანტაჟზე საუბრობს ზუგდიდის სკოლის დირექტორის, ია კერზაიას ოჯახიც, რომელიც, ასევე, გახარიას პასუხისმგებლობას ხედავს.
- გაიგეთ მეტი: გახარიას საქმეები
მინისტრი, რომელიც ამბობდა, რომ უწყებას 20 ივნისის საქმის გამოძიებამდე არ დატოვებდა, შსს-დან წავიდა. მანამდე იმასაც ამტკიცებდა, რო პრემიერობა არ სურდა, თუმცა რამდენიმე თვეში კანდიდატად დაასახელეს და პრემიერადაც აირჩიეს.
პროფესიული გამოცდილება
გიორგი გახარიას არის ბიზნესის მართვის და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი. 1994-2000 წლებში ის სწავლობდა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე, პოლიტიკურ მეცნიერებების განხრით. 2002-2004 წლებში კი სწავლობდა ისევ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლეს ბიზნეს სკოლაში ბიზნესის მართვის სპეციალიზაციით.
- 2019 წლის 8 სექტემბერიდან — პრემიერმინისტრი;
- 2019 წლის აპრილიდან 2019 წლის სექტემბრამდე — ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი;
- 2017 წლის 13 ნოემბრიდან დღემდე — საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი;
- 2016 წლის 27 ნოემბერი - 2017 წლის 13 ნოემბერი — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
- 2014 წლის დეკემბერი - 2016 წლის სექტემბერი — ეკონომიკური საბჭოს მდივანი;
- 2013 წლის მარტი - 2016 წლის ივლისი — საქართველოს ბიზნესომბუდსმენი;
- 2008 წლის ნოემბერი - 2013 წლის თებერვალი — Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში;
- 2006 წლის სექტემბერი - 2009 წლის მაისი — მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი;
- 2004 წლის მაისი - 2008 წლის ნოემბერი — SFK Group - გენერალური დირექტორი
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები