ფეისბუქი ამერიკელებს ფულს გადაუხდის, რომ წინასაარჩევნოდ ანგარიში გააუქმონ
Washington Post-ის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული სქრინშოთებიდან ირკვევა, რომ ფეისბუქი საკუთარი პლატფორმის დემოკრატიაზე ზემოქმედების შესწავლის ფარგლებში საინტერესო ექსპერიმენტს იწყებს. ამ ექსპერიმენტის მსვლელობისას ის მომხმარებლები, რომლებიც აშშ-ის 2020 წლის საარჩევნო პერიოდში კომპანიის ყველა სოციალური პლატფორმის ანგარიშს გააუქმებენ, ფულს მიიღებენ. ანაზღაურება კვირაში $10-დან $20-მდე მერყეობს.
გასულ კვირაში ფეისბუქმა განაცხადა, რომ სხვა კვლევით ორგანიზაციებთან ერთად კომპანია აწარმოებს კვლევას იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას ახდენენ მისი პლატფორმები საზოგადოებრივ განწყობებზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში. კომპანია ვარაუდობს, რომ ამ ექსპერიმენტში მონაწილეობას 200 000-დან 400 000-მდე მომხმარებელი მიიღებს.
"დემოკრატიისთვის პოზიტიური გავლენის მქონე მექანიზმების გასაძლიერებლად და პირიქით, უარყოფითი გავლენის მქონე ფაქტორების შესასუსტებლად ჩვენ გვჭირდება ობიექტური, მიუკერძოებელი და ემპირიულად დასაბუთებული კვლევა", — წერია ფეისბუქის ოფიციალურ ბლოგში, — "ზუსტად ამიტომ ვიწყებთ ახალ თანამშრომლობას კვლევების მიმართულებით, რათა უკეთ შევისწავლოთ ფეისბუქისა და ინსტაგრამის გავლენა პოლიტიკურ განწყობებზე აშშ-ში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დრის".
ზოგიერთი მომხმარებლისთვის შემოთავაზება ითვალისწინებს 1-კვირიან შესვენებას, ზოგს კი შესაძლოა სოციალური ქსელის გარეშე ყოფნა 6 კვირამდე მოუწიოს.
ფეისბუქის წარმომადგენლის განმარტებით, კომპენსაციას ანგარიშის დეაქტივაციის სანაცვლოდ მიიღებს ყველა, მათ შორის ისინი, ვინც არ შეავსებს აღნიშნულ კითხვარს, მაგრამ გააუქმებს საკუთარ პროფილს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში.
"მსგავსი აკადემიური კვლევებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია", — ფეისბუქის სპიკერი, წერს ლიზ ბურგოური საკუთარ ტვიტერზე.
სხვა დეტალები სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი.
კომენტარები