დედამიწის წყლები სავსეა მილიარდობით თევზით, მაგრამ რომელია მათგან ზომაში ყველაზე პატარა? რეალურად, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია.

ყველაზე პატარა თევზი მსოფლიოში

ფოტო: technozip

ყველაზე პატარა თევზობის ერთ-ერთი კანდიდატი Paedocypris progenetica-ია. ამ სახეობის მოწიფული მდედრი სიგრძეში მხოლოდ 7.9 მილიმეტრია. ეს ადამიანის ფრჩხილის სიგრძეზე უფრო პატარაა.

რაც შეეხება ამ სახეობის მამრებს, მათი ზომა მაქსიმუმ 10 მილიმეტრს აღწევს.

ეს თევზი გვხვდება უაღრესად მჟავე წყლებში.

მეორე კონკურენტი

ფოტო: daviddarling

თუ თევზის სქესს უგულებელვყოფთ, ტექნიკურად, არსებობს უფრო პატარა თევზიც. ოკეანისა და ატმოსფერული ადმინისტრაციის მეთევზეობის ეროვნული ადმინისტრაციის მკვლევრების თანახმად, ეს Schindleria brevipinguis-ია.

2004 წლის კვლევაში გამოვლენილი ზრდასრული მამრობითი brevipinguis 6.5-იდან 7 მილიმეტრამდე იყო. ის ასევე რეკორდულად მსუბუქია და მხოლოდ 0.7 მილიგრამს იწონის.

თუმცა, ამ თევზების მხოლოდ ექვსი ინდივიდია შესწავლილი. ეს სახეობის საშუალო ზომაზე პასუხის თქმას ართულებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.