ადამიანის მიერ დატოვებული კვალი ოკეანეებზეც ისეთივე მასშტაბურია, როგორიც – ხმელეთზე
ადამიანის მიერ დატოვებულ კვალს ტალღები ვერ შლის. ახალი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩვენი საქმიანობით ოკეანეებზეც იმხელა ნაკვალევი დავტოვეთ, რამხელაც — ინდუსტრიალიზაციით ხმელეთზე.
კვლევა აჩვენებს, რომ პირდაპირი მოდიფიკაცია ოკეანის მხოლოდ 0,008 პროცენტს შეეხო, აქ იგულისხმება ხიდები, გვირაბები, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მშენებლობა და ა.შ. თუმცა, ანთროპოგენური აქტივობის გავლენა ამით არ სრულდება. ადამიანები ოკეანეს ირიბადაც ცვლიან დაბინძურებით, დინებაზე გავლენით, თევზჭერით.
თუ ჩვენი აქტივობის გვერდით ეფექტებსაც გავითვალისწინებთ, მაშინ გამოდის, რომ ოკეანის დაახლოებით 5%, ანუ ორი მილიონი კვადრატურლი კილომეტრი მოდიფიცირებულია. შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ ურბანიზაცია ხმელეთის მხოლოდ 1,5%-ს შეეხო.
მკვლევრები ამბობენ, რომ ოკეანის მოდიფიკაციის ასეთი მასშტაბი საგანგაშოა. მკვლევართა გუნდი მიიჩნევს, რომ 2028 წლისთვის წყლის ინფრასტრუქტურა 50-70%-ით გაიზრდება. საზღვაო განვითარება ძირითადად სანაპირო ზოლთან ახლოს ხდება, სადაც უამრავი ეკოსისტემაა, რომლებსაც შესაძლოა სერიოზული საფრთხე დაემუქროთ.
მკვლევრები იმასაც ამბობენ, რომ სანაპირო ზოლებთან მიმდინარე კომერციული მშენებლობები არც ისე სანდოა, იმიტომ რომ ისინი საკუთარ გავლენას არ ასაჯაროებენ.
აღსანიშნავია, რომ საფრთხეს ეკოლოგიური ენერგიის წყაროებიც წარმოადგენენ, რომლებიც ქარის, ტალღების ან წყლის ენერგიას იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნავთობზე ბევრად სუფთა ალტერნატივაა, მათი მშენებლობის უპრეცედენტო და უკონტროლო ზრდას შესაძლოა არასასურველი გვერდითი ეფექტები ჰქონდეს.
მკვლევრები ამბობენ, რომ საზღვაო აქტივობის ყველაზე დამანგრეველი შედეგები "ხმაურს" აქვს, რომელიც კომპერციული პორტებიდან და გიგანტური ხომალდების გადაადგილებისგან მოდის. ეს "ხმაური" ეკოსისტემებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
დედამიწის მოსახლეობას უფრო და უფრო მეტი რესურსი სჭირდება, თუმცა მკვლევრები ამბობენ, რომ თუ საერთაშორისო და ეროვნული ორგანიზაციები ოკეანეების მოდიფიკაციისას ბუნებრივეი ეკოსისტემების კონსერვაციის აუცილებლობას არ გაითვალისწინებენ, ბიომრავალფეროვნებას სერიოზული ზიანი მიადგება.
კვლევა Nature Sustainability-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები