იტალიის უძველესი მუხის ხე 1 000 წლის აღმოჩნდა — კვლევა
ალბათ ყველას გსმენიათ ასწლოვანი მუხების შესახებ, რომლებიც რთული პირობების და სწრაფად ცვალებადი გარემოს მიუხედავად, ცხოვრებას მაინც აგრძელებენ. რადიოაქტიური ნახშირბადით დათარიღებით გაირკვა, რომ იტალიის შორეულ მთებში, ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ განცალკევებით მდგომი მუხა 1 000 წლისაა.
აღსანიშნავია, რომ მუხის გარშემო მიდამოებში სხვა უამრავი "მოხუცი" ხეა. მუხის ასეთი ასაკი გასაკვირი იმიტომაა, რომ ბოლო 9 საუკუნის მანძილზე, ზღვის დონიდან 1 000 სიმაღლეზე, მუხა მთლად სახარბიელო პირობებში არ ცხოვრობდა. ქარიშხლები და ძალიან დაბალი ტემპერატურა ამ ადგილისთვის სახასიათოა.
"ეს უძველესი ხეები, ჩვენი წარსულის მოწმეები არიან" — ამბობს სალენტოს უნივერსიტეტის მკვლევარი, ლუჩიო კალკაგნილე.
"ჩვენი კლიმატის, მზის და ადამიანების გავლენა ბუნებაზე, ამ მუხის რგოლებზეა აღბეჭდილი და მისი შესწავლით ბევრ რამეს შევიტყობთ".
რაც არ უნდა გასკვირი იყოს, ეს ათასწლოვანი ხე დედამიწის ყველაზე ძველი ხე არ არის. თუმცა, დანამდვილებით არავინ იცის მაინც რამდენ ხანს შეუძლიათ მუხებს სიცოცხლე. ყვავილის მქონე მცენარეები ტროპიკულ რეგიონებში ათასობით წლები ცხოვრობენ. უფრო მშრალ და ცივ ადგილებში, მცენარეების სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა ნაკლებად ცნობილია.
ხეების ასაკს ხშირად მისი "რგოლებით" ითვლიდნენ, თუმცა ირკვევა, რომ დათარიღების ეს მეთოდი მაინცდამაინც ზუსტი არ არის. ამიტომ, ხეების რეალური ასაკის დასადგენად მეცნიერები ბოლო დროს რადიოაქტიური ნახშირბადის დათარიღებას იყენებენ. ამ შემთხვევაში, ეს მეთოდი უფრო სანდოა.
აღნიშნული მუხა ეროვნულ პარკში, დაცულ გარემოშია და მკვლევრები ამბობენ, რომ ის სავსებით ჯანმრთელია. იმის გათვალისწინებით, რომ მუხას სინათლე და სიცოცხლისთვის საჭირო რესურსები არ აკლია, ის ალბათ კიდევ დიდ ხანს იცოცხლებს.
კვლევა Ecology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები