როგორ მარცხდება სპუტნიკი კავკასიაში ადგილობრივ მედიებთან კონკურენციაში
ადგილობრივ, დამოუკიდებელ რეგიონალურ ონლაინ მედიებს უფრო ფართო გავრცელების არეალი აქვს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, ვიდრე სპუტნიკის ფილიალებს ამ ქვეყნებში.
სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში არსებული ადგილობრივი, არაპარტიული ონლაინ მედიების მასალები სოციალურ ქსელებში უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე ამ რეგიონზე ფოკუსირებული სპუტნიკის კონტენტი. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამი დამოუკიდებელი მედიის ტრეფიკი სპუტნიკისას აღემატტება, ქვეყნებს შორის მაჩვენებელში დიდი სხვაობაა. საზოგადოება უფრო ხშირად ერთვება ადგილობრივი ონლაინ მედიების დაწერილი მასალების განხილვაში, ვიდრე ეს სპუტნიკის სოციალური ქსელის შემთხვევაში გვხვდება. ეს გვიჩვენებს, რომ კრემლის მიერ დაფინანსებულ სპუტნიკზე მეტად, აუდიტორიისთვის მათი კონტენტი უფრო პოპულარულია.
სპუტნიკის ფილიალები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას და გამონაკლისი არც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ფილიალებია. მაგალითად, სომხეთსა და საქართველოში სპუტნიკმა დეზინფორმაცია გაავრცელა კორონავირუსზე, თითქოს ვირუსი ბიოლოგიური იარაღი იყო. სპუტნიკის აზერბაიჯანულმა ფილიალმა ასევე გაავრცელა ყალბი ამბავი იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს რუსეთის იზოლირებულ ნაწილში, კალინინგრადის შეჭრას. საპორტო ქალაქი პოლონეთის, ლიეტუვისა და ბალტიის ზღვის შორის მდებარეობს. კრემლი სპუტნიკის აპლიკაციას სხვა ბოროტი მიზნებისთვისაც იყენებს, როგორიცაა სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევა.
მიულერის ანგარიშის მიხედვით, ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სპუტნიკი და RT, რომელიც ასევე კრემლის მიერ დაფინანსებული მედიაა, ცდილობდნენ ამომრჩევლის განწყობაზე ემოქმედათ და ამისთვის, კიბერთავდასხმით მოპოვებულ მასალას იყენებდნენ. ყალბი ინფორმაციის გავრცელების გარდა, სპუტნიკი იყენებდა კოორდინირებულად მოქმედ არაავთენტურ ქსელებს სოციალურ მედიაში საკუთარი აუდიტორიის გასაზრდელად და საკუთარი თავის სანდო მედიად წარმოსაჩენად — რაც ფეისბუქის წესების დარღვევაა. სამხრეთ კავკასიაში სპუტნიკის აქტიურობა კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს და აშკარას ხდის, რომ კრემლი სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევას და საზოგადოების აზრზე მანიპულაციას ცდილობს.
სპუტნიკისა და ადგილობრივი გამოცემების ტრეფიკის შედარება
DFRLab-მა შეისწავლა სპუტნიკ სომხეთის, სპუტნიკ აზერბაიჯანისა და სპუტნიკ საქართველოს საქმიანობა სამი საზომის მიხედვით:
- გააანალიზა მათ ვებგვერდებზე ტრეფიკის მოცულობა;
- გაზომა თითოეული გამოცემის Facebook-სა და Twitter-ზე გაზიარებული კონტენტის რაოდენობა;
- შეისწავლა და დაითვალა ფეისბუქ გვერდებზე აუდიტორიის ჩართულობის სიხშირე და ხასიათი.
ამის შემდეგ, DFRLab-მა Sputnik-ის საქმიანობაზე გამოხმაურება შეადარა რეგიონში სამ კარგად დამკვიდრებულ ადგილობრივი გამოცემების მუშაობას: CivilNet სომხეთში, Oxy.az აზერბაიჯანში და Netgazeti საქართველოში.
დომეინის ალატიკური ხელსაწყოს, SimilarWeb-ის მიხედვით, სპუტნიკ სომხეთის საიტს 2020 წლის მაისიდან ივლისამდე სამჯერ მეტი ტრეფიკი ჰქონდა, ვიდრე სპუტნიკ აზერბაიჯანსა და სპუტნიკ საქართველოს. ხოლო სპუტნიკ სომხეთის ტრეფიკის მაჩვენებელი 30-ჯერ აღემატებოდა ადგილობრივ, პოპულარულ და სანდო ონლაინმედია CivilNet-ის მაჩვენებელს.
სპუტნიკ საქართველოს ჰქონდა ბევრად დაბალი გამოხმაურება, ვიდრე ნეტგაზეთს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ონლაინ მედია გამოცემაა და სიახლეებს დაბალანსებულად აშუქებს. აზერბაიჯანულ Oxu.az-ს კი ასევე შესამჩნევად ბევრად მაღალი ტრეფიკი ჰქონდა, ვიდრე სპუტნიკ აზერბაიჯანს.
სამივე ქვეყნის სპუტნიკის ფილიალებს 2020 წლის მაისიდან ივლისამდე ვებსაიტებზე ჯამში 19 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავდა, როცა ადგილობრივ გამოცემებზე იგივე პერიოდში ჯამური ვიზიტორების რაოდენობა 25,5 მილიონს აჭარბებს. DFRLab-მა სამივე შემთხვევაში მხოლოდ ადგილობრივ ენაზე მოღვაწე მედიები შეადარა, როგორც პუტნიკის ფილიალების, ისევე იმ ქვეყნის სანდო მედიების კატეგორიის შემთხვევაში. ამისთვის, DFRab-მა სოციალური მედიის მონიტორინგის ხელსაწყოები, CrowdTangle და Brandwatch გამოიყენა.
სამხრეთ კავკასიიდან საკუთარ ვებსაიტებზე მომხმარებლების მოსაზიდად სპუტნიკი მრავალფეროვან მარკეტინგულ არხებს იყენებს, მაგალითად იმეილებს, სოციალურ მედიებს, რეფერალებს და ა.შ. სოციალური ქსელებიდან შემომავალი ტრეფიკი სპუტნიკის სომხეთისა და აზერბაიჯანის ფილიალების ვებსაიტებზე ბევრად დაბალი იყო (3,72% და 9,4%), ვიდრე სპუტნიკ საქართველოს შემთხვევაში (41,67%). ადგილობრივი გამოცემების შემთხვევაში, სოციალური ქსელებიდან გადასული მკითხველის პროცენტული მაჩვენებელი ასეთი იყო:
- CivilNet — 61,5%;
- Netgazeti — 53,7%;
- Oxu — 6%.
სპუტნიკიცა და ადგილობრივი, სანდო გამოცემებიც საიტზე მკითხველის მოსაზიდად მთავარ წყაროდ ფეისბუქს იყენებენ.
SimilarWeb-ის ანალიზმა აჩვენა, რომ თითქმის ჯამური ვიზიტების 60% სპუტნიკის სამ ვებსაიტზე სამხრეთ კავკასიაში რუსეთიდან შემოდიოდა. მაგალითად, სპუტნიკ სომხეთის ვიზიტორების 99% რუსეთიდან იყო შემოსული და სამივე სპუტნიკის გამოცემის ვიზიტორების მხოლოდ 4% მოდიოდა აზერბაიჯანიდან. ადგილობრივ მედია გამოცემებზე შემომავალი ვიზიტორების რაოდენობა რუსეთიდან ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე სპუტნიკის ტრეფიკის შემთხვევაში. სხვა ადგილობრივ გამოცემებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აზერბაიჯანის შემთხვევაში იყო. SimilarWeb-მა აჩვენა, რომ ვიზიტორების მაღალი რაოდენობა, 20%-ზე მეტი, ჰქონდა Oxu-ს სომხეთიდან, რაც სხვა ქვეყნების იგივე მონაცემის შემთხვევაში არაპროპორციულად მაღალია. მაგალითად, როდესაც საქმე ეხება ქართულ გამოცემის ვებსაიტზე აზერბაიჯანიდან შესულ ვიზიტორებს.
სოციალური განაწილების ქსელი Facebook-ზე
სოციალური განაწილების/გავრცელების ქსელის გასაზომად DFRLab-მა შეაგროვა Facebook-ისა და Twitter-ის ის პოსტები, რომლებიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში Sputnik-ის საინფორმაციო სააგენტოებთან დაკავშირებულ ახალი ამბების კონტენტს მოიცავდა. ოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტის ცნობით, საინფორმაციო სააგენტოს სოციალური განაწილების ქსელი არის იმ Facebook ჯგუფების, Facebook გვერდებისა და Twitter-ის იმ ანგარიშების გამომწერების რაოდენობის ჯამი, რომლებმაც დაკვირვების ფანჯრის დროს საინფორმაციო სააგენტოს კონტენტის მინიმუმ ერთი სტატია გააზიარეს.
DFRLab-მა 2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 1 აგვისტოს შუალედში Facebook-სა და Twitter-ზე გაზიარებული Sputnik-ის კონტენტი შეისწავლა, შედეგები კი რეგიონის სამ ავტორიტეტულ და მიუკერძოებელ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოს შეადარა, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები. ამან იმის საშუალება გააჩინა, რომ უკეთ აღქმულიყო იმ ადამიანთა დაახლოებითი რაოდენობა, ვინც Sputnik-ის კონტენტს გაეცნო იმ კონტენტთან შედარებით, რომელსაც რეგიონის სანდო საინფორმაციო სააგენტოები ქმნიან. შედეგების მიხედვით, მართალია, Sputnik-ის განაწილების ქსელმა Facebook-სა და Twitter-ზე 25 მილიონზე მეტ გამომწერს მიაღწია, მაგრამ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოებს უფრო დიდი განაწილების ქსელი ჰქონდათ, რომელიც სოციალური მედიის ორივე პლატფორმაზე ჯამში 40 მილიონ გამომწერს აღწევდა.
CrowdTangle-ის სოციალური მედიის მონიტორინგის საშუალების გამოყენებით DFRLab-მა Facebook-ზე გაზიარებულ დაახლოებით 85 000 ბმულს მიაკვლია, რომელთაგან 45 პროცენტიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში Sputnik-ის ახალი ამბების კონტენტს შეესაბამებოდა, ხოლო 55 პროცენტი — მიუკერძოებელი ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოებისას.
ანალიზის ერთწლიანი პერიოდის განმავლობაში Facebook-ის 495-მა რესურსმა, მათ შორის Facebook გვერდებმა, ჯგუფებმა და პროფილებმა, Sputnik-ის ამ საინფორმაციო სააგენტოებიდან კონტენტის მინიმუმ ერთი სტატია გააზიარა. Facebook-ის ჯგუფების, გვერდებისა და საჯარო პროფილების გამომწერების რაოდენობის ჯამის მიხედვით, Facebook-ის ამ რესურსებმა ჯამში დაახლოებით 18 მილიონი გამომწერის მქონე სოციალური განაწილების ქსელს მოუყარა თავი.
მეორე მხრივ, რეგიონის ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტოებმა ჯამში დაახლოებით 35 მილიონი გამომწერის მქონე სოციალური განაწილების ქსელი მოაგროვა Facebook-ის იმ 822 რესურსის მიხედვით, რომელმაც 2019 წლის 1-ლი აგვისტოდან 2020 წლის 1-ლ აგვისტოს შორის შუალედში მათი კონტენტის მინიმუმ ერთი სტატია გააზიარა. ეს იმის მაჩვენებლია, რომ Facebook-ზე ამ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების სოციალური განაწილების ქსელი თითქმის ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე Sputnik-ის საინფორმაციო სააგენტოებისა.
სოციალური განაწილების ქსელი Twitter-ზე
Brandwatch-ის გამოყენებით DFRLab-ის ანალიზმა გამოააშკარავა, რომ 2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 1 აგვისტომდე, ტვიტერის, დაახლოებით, 3 000 ანგარიშიდან Sputnik-ის 10 000 ბმული მაინც გადაზიარდა სოციალური მედიის ამ პლატფორმაზე.
როგორც DFRLab-ის ანალიზმა Brandwatch-ის მეთოდის გამოყენებით აღმოაჩინა, 2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 1 აგვისტომდე, ტვიტერის 3 000 ანგარიშიდან გაზიარდა 10 ათასი ბმული მაინც, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში Sputnik-ის ვებგვერდებს ეკუთვნოდა. 2 500-ზე მეტმა ანგარიშმა კი მიუკერძოებელი ადგილობრივი გამოცემებიდან 70 ათასამდე ბმული გააზიარა.
მიუხედავად იმისა, რომ ტვიტერზე ახალი ამბების კონტენტი უფრო მეტად ადგილობრივი გამოცემებიდან ზიარდებოდა, Sputnik-ის წვლილი მაინც დიდია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სოციალურ მედიაში შექმნილ ამინდზე — რუსული მედიასაშუალებით 8 მილიონმა ტვიტერის მომხმარებელმა მიიღო ინფორმაცია, მაშინ, როცა ადგილობრივი გამოცემებიდან 5 მილიონზე ცოტათი მეტმა.
გამოხმაურება გაზიარებულ მედიაკონტენტზე
DFRLab-მა აგრეთვე გამოიკვლია, როგორი გამოხმაურება ჰქონდა Sputnik-ის საინფორმაციო ვებგვერდებიდან გაზიარებულ მედიაკონტენტს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. კვლევით შეფასდა, თუ რამხელა და როგორი ფორმით ჰქონდა გამოხმაურება გაზიარებულ ბმულებს ფეისბუქის და ტვიტერის მომხმარებლების მხრიდან. ფეისბუქზე მომხმარებელთა გამოხმაურება მოიცავს გაზიარებას, კომენტარებს, მოწონებებსა და რეაქციებს, ტვიტერზე კი ითვლება პასუხი, გადატვიტვა და მოწონება.
კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ რეგიონში მიუკერძოებელ ადგილობრივ გამოცემებებს უფრო დიდი გამოხმაურება ჰქონდათ (5,5 მილიონი), ვიდრე Sputnik-ს (1 მილიონი).
მოცემულ სურათზე კი გამოყოფილადაა ნაჩვენები ფეისბუქმომხმარებლების გამოხმაურება გაზიარებულ მედიაკონტენტზე.
DFRLab-მა შეისწავლა თითოეული გამოცემის ბმულებზე არსებული გამოხმაურების დონე. ქართული გამოცემა Netgazeti.ge-ის მედიაკონტენტზე გამოხმაურება 2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 1 აგვისტომდე 2 მილიონს აღემატება.
Sputnik-ის გამოცემებიდან ყველაზე მაღალი გამოხმაურების დონე ქართულ გამოცემას აქვს, თუმცა civilnet.am-ის შედეგები, რომელიც ადგილობრივი მედიასაშუალებებიდან ყველაზე დაბალი გამოხმაურების მქონეა, მაინც აღემატება მას.
როგორც რუსეთის მთავრობის მიერ მართვადმა სააგენტომ, კრემლის მიერ დაფინანსებულმა Sputnik-მა გააჩინა იმის საფრთხე, რომ კრემლი მას იმ ქვეყნების საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების ინსტრუმენტად იყენებდა, რომლებშიც ის ოპერირებს.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Sputnik-მა სამხრეთ კავკასიაში დიდი სოციალური განაწილების ქსელის აგება მოახერხა. მიუხედავად ამისა, მისი გავრცელების ფარგლები და გავლენა ავტორიტეტულ, დამოუკიდებელ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოებთან შედარებით შეზღუდული ჩანს. Sputnik-ის ადგილობრივი ვებსაიტების მონახულების სტატისტიკის, იგივე ტრეფიკის თვალსაზრისით, ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს: Sputnik Armenia-მ გაცილებით უფრო დიდი ტრეფიკი დააგროვა, ვიდრე მისმა დამოუკიდებელმა ეკვივალენტმა, Civilnet-მა, როცა აზერბაიჯანის დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოს, Oxu.az-ის, ტრეფიკი გაცილებით უფრო მაღალი იყო, ვიდრე Sputnik Azerbaijan-ის. ამ შეუსაბამობების მიუხედავად, ახალი ამბების სანდო ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოებს უფრო დიდი სოციალური განაწილების ქსელი აქვთ და სოციალურ ქსელში ისინი უფრო მეტ მკითხველს იზიდავენ. მართალია, სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან ორში ადგილობრივი, დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოებისთვის აშკარა პრიორიტეტის მინიჭების მიზეზი ბოლომდე გასაგები არ არის, მაგრამ რეგიონულ საკითხებში კრემლის მუდმივმა ჩარევამ, სავარაუდოდ, ადგილობრივი აუდიტორია რუსეთის სამთავრობო მედიის მიმართ სკეპტიკური გახადა.
ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც "გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა". ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.
ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია იდენტიფიცრებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მსოფლიოს გარშემო, რითაც ღია კვლევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თარგმანი ეკუთვნის On.ge-ს. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge და DFRLab. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
კომენტარები