უძველეს მარსზე იმდენად ძლიერი წვიმა მოდიოდა, რომ ტბათა აუზების დაზიანებაც კი შეეძლო
მილიარდობით წლის წინ მარსზე წვიმები მოდიოდა, თანაც საკმაოდ ძლიერი. ახალი კვლევის თანახმად, წითელი პლანეტის ამჟამად ცარიელი ტბები 4 მილიარდი წლის წინ თხევადი წყლით ივსებოდა.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 4 მილიონი წლის წინ მარსი წყლით იყო დაფარული. მასზე ძალიან ბევრი წვიმა ან თოვლის ნადნობი მოდიოდა და არხებსა და ტბებს ავსებდა", — განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა.
მარსის კლიმატის მოდელირებამ აჩვენა, რომ პლანეტა ოდესღაც წყლით დანამდვილებით იყო მდიდარი. მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, თუ რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს ძლიერი წვიმები ან როგორი იყო ამინდი, თუმცა იციან, რომ ისინი იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ კვალის დატოვება მოახერხეს.
თანამგზავრების ფოტოებისა და ტოპოგრაფიის გამოყენებით, მკვლევრებმა 96 ტბის აუზი გამოავლინეს, რომლებიც, შესაძლოა, ამ წვიმების შედეგად ფორმირებულიყვნენ. ზოგიერთი მათგანი ზედმეტად ბევრი წყლისგან გატეხილიც კია, რასაც ღია აუზებს უწოდებენ.
ამ ტბების გაზომვით გუნდმა შეძლო დაედგინა, თუ რამდენი წვიმის წყალი იყო საჭირო იმისთვის, რომ აუზები მათი დაზიანების გარეშე ავსებულიყო. მკვლევრების მიხედვით, მხოლოდ ერთი წვიმის დროს მარსზე ნალექის რაოდენობა 4-დან 159 მეტრამდე მერყეობდა.
თუმცა წვიმები პლანეტას თანაბრად არ აზიანებდა. ზოგიერთი ღია აუზოვანი ტბა ისეთ რეგიონებში მდებარეობდა, რასაც დედამიწაზე ნახევარუდაბნოს ვუწოდებთ. შესაბამისად, ისინი ნაკლებ წყალს იღებდნენ, ვიდრე ტენიანი ადგილები.
მკვლევრების თქმით, ღრმა არხები, რომლებიც ტბებთან იყვნენ დაკავშირებულნი, რამდენიმე ნიაღვრის შემდეგ გარკვეულ ფორმებს იღებდნენ, რაც სავარაუდოდ ხანდახან ტბებს ტბორავდა.
ახლახან, მეცნიერებმა გამოთქვეს აზრი, რომ ეს აუზები წვიმების შედეგად არ შექმნილა და ადრეულ მარსზე ნალექის მოქმედების როლს ვაფასებთ.
მიუხედავად ამისა, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს მიგნებები მარსის კლიმატის მოდელირებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. წითელი პლანეტის ევოლუციის გააზრება დაგვეხმარება, რომ გავიგოთ, რამდენად აქვს მასზე სიცოცხლის არსებობას პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით მიემართება მარსის ბოლო როვერი ტბის ფსკერის შესასწავლად, რომელიც პლანეტაზე 2021 წლის თებერვალში დაეშვება.
კვლევა ჟურნალ Geology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები