აქციები თავისუფლებისთვის და კონტრაქცია ლუკაშენკოსთვის — პროტესტის მე-11 დღე ბელარუსში
ფოტო: Vot-tak.tv / Belsat.eu
ბელარუსში მე-11 დღეა არ წყდება საპროტესტო აქციები, რომელთა მთავარი მოთხოვნა "დიქტატორისგან გათავისუფლებაა". აქციაზე შეკრებილი ათასობით ადამიანი სამართლიან არჩევნებს ითხოვს და არ აღიარებს, რომ 8 აგვისტოს გამართულ არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა.
დემონსტრანტებს ლუკაშენკო სპეცრაზმით, ჯარით, რეზინისა და ნამდვილი ტყვიებით პასუხობს, ხან პროპაგანდისტულ ვიდეოებს უვრცელებს სახელისუფლებო არხებზე, ხან კი მის მხარდამჭერ აქციებს აორგანიზებს. დარბევის, დაკავებების, დაშინებისა და ზეწოლის მიუხედავად პროტესტის მასშტაბები იზრდება და აქციის მონაწილეებს უერთდებიან, როგორც სახელისუფლებო მედიის ჟურნალისტები, ასევე, ფაბრიკა-ქარხნებში დასაქმებულები.
პროტესტის მე-11 დღე
დამოუკიდებელი გამოცემა TUT.BY-ს ინფორმაციით, მინსკში მილიციამ დილიდანვე დაიწყო აქციის მონაწილეებისთვის ხელის შეშლა. კერძოდ, გამოცემა აცხადებს, რომ ერთ-ერთი ქარხნის თანამშრომლები გაფიცვას აპირებდნენ, თუმცა ომონმა მათ გზა გადაუკეტა და რამდენიმე პირი დააპატიმრა კიდეც.
ფოტო: TUT.BY
დღის განმავლობაშის სხვადასხვა გამოცემები და აქტივისტები ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ომონი ჩნდებოდა ყველა დაწესებულებასთან, სადაც დასაქმებულებს გაფიცვა ჰქონდათ დაგეგმილი. მათ შორის, ერთ-ერთი რადიოკომპანიის გაფიცული თანამშრომლების სია წინასწარ შეამოწმეს და ტერიტორიაზე შესვლის უფლება არც მათ, არც დემონსტრანტებს მისცეს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლუკაშენკოს რეჟიმი ყველა შესაძლო გზას იყენებს დემონსტრანტებისთვის ხელის შესაშლელად და პროტესტის ჩასახშობად. მაგალითად, აქტივისტების ინფორმაციით, გადაღებეს ახალდახატული დიჯეების გრაფიტი, რომლებმაც პროტესტის სიმბოლოდ ქცეული, ვიქტორ ცოის სიმღერა შეასრულეს.
მათივე ინფორმაციით, ლუკაშენკოს პრესსამსახურთან დაკავშირებულ ტელეგრამგვერდზე გამოჩნდა სტიკერები, რომლებიც პრეზიდენტის მხარდასაჭერადაა შექმნილი და მას ქვეყანაში დარჩენას სთხოვს.
იგივე მოწოდებებს აჟღერებდნენ კონტრაქციაზეც, სადაც ლუკაშენკოს მხარდასაჭერად იყვნენ შეკრებილები. ხალხი, რომელიც პროსახელისუფლებო მესიჯებს აჟღერებდა, აფრიალებდა საბჭოთა დროშას და ატარებდა საბჭოთა სიმბოლიკას.
პარალელურად, სახელისუფლებო მედიებში გადიოდა პროპაგანდისტული ვიდეორეკლამები, რომელთა მიზანი მოასხლეობაში შიშის დანერგვაა იმაზე, თუ როგორ მომავალს პირდება მათ ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია.
ლუკაშენკოს არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვრცელდება ფოტო და ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, რომ ათეულობით ფაბრიკა-ქარხნის თანამშრომელი გაიფიცა და მოქალაქეების პროტესტს შეუერთდნენ.
ნახეთ ფოტოები საპროტესტო აქციიდან:
ფოტო: Belsat
დღეს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსში საავადმყოფოში გარდაიცვალა კაცი, რომელსაც აქციის მსვლელობისას ძალოვნებმა თავში ესროლეს. გარდაცვლილი გენადი შუტოვი 44 წლის იყო და მას თავში 11 აგვისტოს მსვლელობისას ესროლეს. ოჯახის წევრები თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ გენადი არ იყო ჩართული სპეცრაზმელებთან კონფლიქტში და მშვიდად მიდიოდა. მათი ვარაუდით, გარდაცვლილს სახურავიდან ესროლეს.
ფოტო: TUT.BY
ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე დღეს ევროკომისიის საგანგებო სამიტიც შეიკრიბა, სადაც გადაწყდა, რომ ევროკავშირი ბელარუს ხალხს 53 მილიონს გამოუყოფს. ევროკავშირი არ აღიარებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მხარს უჭერს ბელარუსი ხალხის მოთხოვნას ჰქონდეთ ფუნდამენტური თავისუფლება და დემოკრატია.
მათივე განცხადებით, სანქციები დაუწესდება ყველა იმ პირს, ვინც ძალადობაში, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდა. ასევე, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ბელარუსში ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას.
საერთაშორისო საზოგადოებს გააქტიურებას ლუკაშენკო თავდასხმად აღიქვამს. ჯერ კიდევ ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მან განაცხადა, რომ ქვეყნის საზღვრებზე ჯარები სამხედრო მზადყოფნაშია, რადგან აქვს ეჭვი, "შიდა და გარე კოორდინირებული" არეულობისა და თავდასხმის.
გარდა ამისა, ლუკაშენკომ დღეს ოპოზიციას დამცინავი პასუხი გასცა და მათი შექმნილი ალტერნატიული საბჭო, რომლის მიზანი ძაალუფლების მშვიდობიანად გადაბარებაა, შავ ასეულად მოიხსენია.
გაიგეთ მეტი: რა ხდება ბელარუსში
ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს, რისი მიზეზიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდა. არჩევნებზე მთავარი კონკურენტები სვეტლანა ტიხანოვსკაია და მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იყვნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო, ტიხანოვსკაიამ — 10%.
შედეგებს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ოპოზიცია არ აღიარებს და ლუკაშენკოს გაყალბებაში ადანაშაულებს. არჩევნების შედეგები არ აღიარა აშშ-მ, ირლანდიამ, კანადამ და ევროკავშირმა. ამავდროულად, ევროკავშირმა ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები დაუწესა.
პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურის გამო გადადგა ბელარუსის მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება კი "დიქტატორის" გადადგომას ითხოვს, თუმცა ლუკაშენკო მოქალაქეებს სპეცრაზმითა და ჯარის ძალით პასუხობს.
აქციებზე ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით, წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშავდა ათასობით ადამიანი, დააკავეს შვიდი ათასზე მეტი. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციებზე გარდაიცვალა 2 ადამიანი, თუმცა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ ერთის გარდაცვალებას ადასტურებს. გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ კლავენ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს.
ფოტო: EPA-EFE/YAUHEN YERCHAK
ფოტო: EPA-EFE/YAUHEN YERCHAK
ფოტო: EPA-EFE/YAUHEN YERCHAK
ქვეყნის დატოვება მოუწია საპრეზიდენტო კანდიდატს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას. თავდაპირველად გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც მან მომიტინგეებს დანებებისკენ მოუწოდა. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ვიდეო დადგმულია და იძულებითაა ჩაწერილი. მეორე ვიდეომიმართვაში კი ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ მზად არის გახდეს ეროვნული ლიდერი და ბრძოლა გააგრძელოს.
ევროპული სახელმწიფოების საპირწონედ არჩევნების შედეგები აღიარა რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა. მეტიც, კრემლმა ბელარუსს კოლექტიური სწრაფი რეაგირების ძალების მეშვეობით დახმარება შესთვაზა აქციების დასაშლელად.
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის გავრცელებასა და ეპიდემიის რისკზე? რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის გავრცელებასა და ეპიდემიის რისკზე?
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა, გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა ფიცი დადეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა, გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა ფიცი დადეს
გადახედვა
-
Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება
გადახედვა
-
"მოხდა კანონით გათვალისწინებული იძულების გამოყენება" — პაატა სალია დავითაძის დეესკალაციის ოთახში ჩხრეკაზე "მოხდა კანონით გათვალისწინებული იძულების გამოყენება" — პაატა სალია დავითაძის დეესკალაციის ოთახში ჩხრეკაზე
გადახედვა
კომენტარები