ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მისივე სასამართლო პროცესზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რის შემდეგაც მას სასამართლოს დარბაზი დაატოვებინეს. ამის შემდეგ, მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა.
მელიას გაღიზიანება მოჰყვა მის კითხვას — რატომ არ უჩნდება მოსამართლეს კითხვა, როგორ "გაიტაცეს" 29 მაისს ლისი ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან და როგორ მოხდა მისი დაკავება სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე.
"ფორმალურად მქონდა ღამის 12 საათამდე გირაოს გადახდის ვადა და 9 საათზე გაიტაცეს ის ადამიანი, რომელიც ახლა თქვენ გელაპარაკებათ და კითხვა არ გიჩნდებათ რა მოხდა და უნდა დამისვათ ახლა კითხვა, რატომ არ ვიხდი იმ უსამართლო ჯარიმას. ის გაინტერესებთ რაზეც პასუხი გაქვთ და ის არ გაინტერესებთ ვინ გამიტაცა და აქ როგორ აღმოვჩნდი.
თქვე ახლა უნდა იმსჯელოთ ვინ არის მტყუანი და მართალი. თქვენ რა სიმართლე უნდა დაადგინოთ? ნუ გწყინთ, რომ არც „მოსამართლეს“ გიწოდებთ და ვერც "ბატონოს" დაგიძახებთ. იმიტომ, რომ კითხვა არ გიჩნდებათ, როგორ აღმოვჩნდი აქ. არ მიკვრის. აქ ასობით ნაცემი და ნაწამები ადამიანი მოჰყავდათ თქვენთან და თქვენს კოლეგებთან და იმათ არ ეკითხებოდით ვინ აწამა და ისე უსჯიდით ადმინისტრაციულ პატიმრობას", — განაცხადა მელიამ.
მანამდე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა. მელიას თქმით, მისი დაკავება ძალის გადამეტებით მოხდა.
"მძღოლის ჩათვლით იყო 11 ადამიანი სამარშრუტო ფურგონში, სადაც მე ძალის გამოყენებით გამიტაცეს. მოხდა გატაცება, ძალის ძალიან არასწორი გამოყენებით მანქანაში ჩატევა, მერე ძალის გამოყენებით მობილური ტელეფონის წართმევა, მერე ერთ-ერთის დაუოკებელი სურვილი, რომ მოეხსნათ კოდი ჩემს ტელეფონზე", — თქვა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე დაკავების დეტალებზე საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია 29 მაისს, საღამოს, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს, რის შემდეგაც დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფისთვის დააკავეს.
ნიკა მელიას ქართული ოცნების პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას და გირაოს გადაუხდელობას ედავებიან. პოლიტიკოს გირაოს გადახდის ვადა 29 მაისს ამოეწურა. მანამდე ის აცხადებდა, რომ სასამართლოზე მისვლას არ აპირებდა.
ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ამ მუხლით ბრალდებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაკავებული არიან.
- ადვოკატი: "ათეულობით პოლიციელი დაესხა თავს ნიკას, იქცეოდნენ, როგორც კრიმინალები"
- "საღოლ, გელა, მაგარი დაწყება გაქვს!" — ნიკა გვარამია გელა გელაძეს ნიკა მელიას დაკავებაზე
- წინააღმდეგობის ფლატფორმა: ნიკა მელიას დაკავება, მისი დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი.
- საერთაშორისო გამოხმაურებები ნიკა მელიას დაკავებაზე
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
-
"ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე "ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე
გადახედვა
-
ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ
გადახედვა
-
ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები არიან მძევლები კრიმინალების ხელში ელენე ხოშტარია: N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები არიან მძევლები კრიმინალების ხელში
გადახედვა
-
საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ
გადახედვა
-
რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
-
სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
გადახედვა
-
WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ
გადახედვა
-
35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი
გადახედვა
კომენტარები