ერთად მეტი შეგვიძლია — მაკდონალდს საქართველო McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
McHappy Day — მაკდონალდსის საქველმოქმედო კამპანიაა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა აქტივობასა და მხარდაჭერას მოიცავს. მაკდონალდს საქართველო, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, McHappy Day-ის ფარგლებში წლებია ქმნის ისტორიებს, სადაც თითოეული თავი ახალი იმედით, სიხარულითა და წარმატებით არის სავსე.
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
McHappy Day, ეს არის კამპანია, როცა ღიმილის მიღმა, კიდევ უფრო დიდი მისია დგას — სიყვარული, მხარდაჭერა და ერთიანობა. კამპანია მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბავშვებს, რომლებსაც სჭირდებათ სოციალური პირობების გაუმჯობესება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევა, თუ საზოგადოებასთან ინტეგრაცია. რაც მთავარია, მაკდონალდსისთვის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა განათლების ხელშეწყობა და განსაკუთრებული საჭიროებების ბავშვების მაქსიმალურად მხარდაჭერა. McHappy Day არის გზა, რომ კომპანიასთან ერთად, თითოეულმა მომხმარებელმა ოჯახური სითბო და მზრუნველობა გაუზიაროს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
მაკდონალდსის უმნიშვნელოვანესი აუდიტორია ბავშვები არიან, ამიტომ მომავალ თაობაზე ზრუნვა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მოტივაციაა. 2025 წლის საქველმოქმედო კამპანიის მთავარი გზავნილია — ერთად მეტი შეგვიძლია და ეს ზუსტად ის სამყაროა, რომელსაც Mcdonald’s წლებია ბავშვებისთვის აშენებს, სადაც ყველა მსურველს შეუძლია, კეთილ საქმეში ჩართვა და სადაც ყველა გრძნობს მხარდაჭერას, სითბოს, მხიარულებასა და იმედს. Mcdonald’s-ის მისია ბავშვებისთვის ჯადოსნური მომენტების შექმნაა და ის ცდილობს, თავისი მომხმარებლებიც ამ ინიციატივების ნაწილად აქციოს, რაც ზრდის საზოგადოების ცნობიერებას. მომხმარებლების აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან პატარა ნაბიჯებით, დიდი ცვლილებების მოხდენაა შესაძლებელი — ერთად შესაძლებელია ბავშვებისთვის მეტი ღიმილისა და ბედნიერი მომენტების მინიჭება. სწორედ ამიტომ Mcdonald’s საქართველომ 2014 წლიდან, პირველი საქველმოქმედო კამპანია განახორციელა გზავნილით — გაუგზავნე ემოცია. მას შემდეგ ყოველ წელს, განსაკუთრებული მისიით აღნიშნავს და არც 2025 წელია გამონაკლისი.
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
მიმდინარე წლის, საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში “Mcdonald’s საქართველოს” იდეით, სპეციალურად შექმნილ, მოცულობით სტიკერს მომხმარებელი სიმბოლურ ფასად McDonald’s-ის ნებისმიერ რესტორანში ან მიტანის სერვისით შეიძენს. ის ასევე ხელმისაწვდომი იქნება McDonald’s-ის აპლიკაციაში. სტიკერები გაიყიდება მთელი ზაფხულის განმავლობაში და Mcdonald’s-ის მომხმარებლებს შეეძლებათ გახდნენ იმ ცვლილების ნაწილი, რითიც ერთად გადავდგამთ ნაბიჯს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მომავლის გაუმჯობესებისკენ. ის თანხა, რომელიც სტიკერების გაყიდვიდან შეგროვდება, სრულად მოხმარდება ასოციაცია ანიკას ბენეფიციარი ბავშვების საჭიროებებს, თუმცა Mcdonald’s საქართველო აქ არ ჩერდება და საკუთარი კონტრიბუციითაც დაეხმარება ასოციაციას, თავისი მიზნებისა და სურვილების ასრულებაში. გარდა ამისა, McDonald’s საქართველო, ანიკას, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სენსორული ოთახის მოწყობაში დაეხმარება. ეს ოთახი იქნება სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ სწავლას, განვითარებას, დასვენებას და გარემოსთან დამეგობრებას.
ვინაიდან, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, სოციალური უნარების გაუმჯობესება მთავარი გამოწვევაა, საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, Mcdonald’s საქართველომ აქცენტი სწორედ სენსორული ოთახის მოწყობაზე გააკეთა, რადგან, სენსორული ინტეგრაცია ასრულებს არსებით როლს ბავშვის განვითარების პროცესში. ის პასუხისმგებელია ბავშვის, როგორც მოტორულ, ისე ინტელექტუალურ განვითარებაზე. სენსორული ზღურბლის ნორმირება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებთან, ვინაიდან, მომატებული ან პირიქით დაბალი სენსორული ზღურბლი, არა მხოლოდ აფერხებს ფსიქიკური პროცესების ასაკის შესაბამისად განვითარებას, არამედ მისი სწორად დარეგულირების შემთხვევაში იგი მნიშვნელოვნად ეხმარება ბავშვს შეზღუდული უნარების ფორმირებასა და კომპენსაციაში.
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
ასოციაცია ანიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთ-ერთი წამყვანი ასოციაციაა, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან ხელს უწყობს შშმ ბავშვებისა და პირების ინკლუზიას და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ასოციაცია ანიკას განხორციელებული აქვს მრავალი სახის აქტივობა, რომელიც ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და შშმ პირთა უფლებების რეალიზებას. ასოციაცია ანიკა ერთ-ერთი პირველი ორგანიცაზიაა, რომელმაც ინიცირება გაუკეთა ინკლუზიურ განათლებას და მისი დახმარებით საქართველოს რამდენიმე სკოლაში ინკლუზიური კლასებიც შეიქმნა. ამავე სკოლებში მოხდა შენობების ადაპტირება. ასოციაცია ანიკას განხორციელებული აქვს 100-ზე მეტი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი.
1 ივნისს, Mcdonald’s-ის საქველმოქმედო კამპანია McHappy Days დაიწყო, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. ამ კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, ერისთავის მაკდონალდსში ასოციაცია ანიკას ბენეფიციარებს უმასპინძლეს და ლამაზი დღე აჩუქეს: მათი საყვარელი ჰეფი მილებით გაუმასპინძლდნენ, დაასაჩუქრეს და სხვადასხვა გასართობი აქტივობები შესთავაზეს.
მაკდონალდსისთვის საქველმოქმედო საქმე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის ყოველწლიურად, McHappy Day-სა თუ სხვა კამპანიების ფარგლებში, მრავალ ორგანიზაციას ეხმარება. McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში გასული წლების განმავლობაში მაკდონალდს საქართველომ ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისსა თუ კოჯორში დახმარება გაუწია მრავალ ორგანიზაციას და სამომავლოდაც გააგრძელებს სხვადასხვა ბენეფიციარის დახმარებასა და მხარდაჭერას.
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
კომენტარები