პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, "ასაშენებელი ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია". მან ეს განცხადება საგარეჯოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე გააკეთა.

გახარია მიიჩნევს, რომ მშრომელმა ადამიანმა უნდა იშრომოს, იზრუნოს თავის ოჯახზე და არ უნდა იყოს დამოკიდებული სახელმწიფოზე.

"რა თქმა უნდა, მშრომელ ადამიანებს უნდა მივცეთ სამართლიანი გარემო იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეუქმნას ყველა პირობა, რომ მშრომელმა ადამიანმა იშრომოს, იზრუნოს თავის ოჯახზე და არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფოზე. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ ქვეყანაში ასაშენებელი ჯერ კიდევ ბევრია", — ამბობს გახარია.