Fargo-ს მეოთხე სეზონის გამოსვლის თარიღი ცნობილია
როგორც იქნა, FX-მა გაგვიმხილა, თუ როდის შევძლებთ მისი გახმაურებული სატელევიზიო შოუს — Fargo-ს ახალი სეზონის ხილვას.
Deadline-ის ცნობით, მეოთხე სეზონის პრემიერა 27 სექტემბერს შედგება და მაყურებელს ერთდროულად პირველი ორი ეპიზოდის ნახვის შესაძლებლობა ექნება. ახალ სეზონში სულ 11 სერია იქნება და ორეპიზოდიანი პრემიერის შემდეგ კვირაში ერთხელ თითო სერია გამოვა.
ახალ სეზონში სიუჟეტი 1950-იანი წლების ამერიკაში, მისურის შტატში ვითარდება, სადაც ემიგრანტების ორი ჯგუფი — იტალიელები და აფროამერიკელები კრიმინალური გარჩევებით ერთმანეთს უპირისპირდებიან.
ივლისის ბოლო სერიალის ახალი ტიზერიც გავრცელდა, რომელიც ამ შოუს გულმხურვალე ფანებს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება:
ამ სეზონის პრემიერა თავდაპირველად აპრილში იყი დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო სხვა მრავალი პროექტის მსგავსად, მისი გამოსვლის თარიღიც შეიცვალა.
ანთოლოგიური ტიპის ამ სატელევიზიო შოუს ახალი სეზონის სამსახიობო გუნდი დაკომპლექტებულია ისეთი სახეებით, როგორებიც არიან მუსიკოსი და მსახიობი ჯეისონ შვარცმენი, კრის როკი, ენ უიშოუ, ჯესი ბაკლი, ჯეკ ჰასტონი, ენდიუ ბერდი, გაეტანო ბრუნო, ჯერემი ჰარისი და სხვა.
Fargo ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური ჟანრის სატელევიზიო შოუა, რომელმაც მისთვის დამახასიათებელი დახვეწილი შავი იუმორით მრავალი მაყურებელი მოხიბლა. სერიალის პირველი სეზონი ტელეეკრანებზე 2014 წელს გამოჩნდა და მაშინვე დიდი მოწონება დაიმსახურა.
FX-ის ეს ცნობილი სერიალი ძმები კოენების ამავე სახელწოდების მქონე 1996 წელს გამოსული ფილმის შთაგონებით შეიქმნა. ძმები კოენები ამავდროულად სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან.
ისღა დაგვრჩენია, შემოდგომის სეზონს დაველოდოთ და ვნახოთ, ამჯერად რა აბსურდილი ისტორია გააცოცხლეს შოუს შექმნელებმა დახვეწილი იუმორის საშუალებით.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები