აქციების დარბევის შემდეგ ლუკაშენკო მარცვლეულის პროექტზე საუბრობს
ბელარუსში საპროტესო აქციების დაშლისა და არჩევნების მეორე დღეს ლუკაშენკომ მარცვლეულის დამუშავების პროექტი მოინახულა, მისი პირველი კომენტარის კი ასეთია: "უნდა არსებობდეს ერთი პოლიტიკა — ხალხი". ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული გამოცემა belta ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ლუკაშენკო საინვესტიციო პროექტის განხორციელების, უკვე შერულებული და შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაციას დეტალურად გაეცნო. ამავე მედიის ცნობით, ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში, ცნობილი გახდა, რომ პროექტის ფარგლებში გადამუშავებული მარცვლეული უახლოეს დღეებში მზად იქნება.
ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, 120 ადამიანი კი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი თქმით, პირს პოლიციის სატვირთო მანქანა დაეჯახა, თავის ტვინის დაზიანება მიიღო და გარდაიცვალა. ბელარუსიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
9 აგვისტოს ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნებს მოყვა. გამოსვლები გვიან ღამით მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ხმების უმრავლესობა ალექსანდრ ლუკაშენკომ მიიღო.
მინსკში, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, დემონსტრანტებისა და სპეცდანიშნულების რაზმის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხმის მიცემის პროცედურის დამთავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ამოქმედდა. დედაქალაქში კი არმიის შეიარაღებული ნაწილები შევიდა. საღამოს ექვსი საათისთვის მინსკის ყველა ცენტრალურ მოედანსა და სამთავრობო შენობასთან სპეციალური კორდონი იდგა, გაჩერდა ქალაქის სატრანსპორტო სისტემა, დაიხურა ქალაქიდან შესასვლელი და გასასვლელი გზები.
აქციას ძალოვანებთან დაპირისპირება მოჰყვა. Tvrain-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს აკავებენ და მათ დასაშლელად სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, რეზინის ტყვიებს იყენებენ. არიან დაჭრილებიც.
მედია წერს იმასაც, რომ ქუჩებში განათება გამორთეს. შეკრებილები სკანდირებენ: "მკვლელებო", "ნაცისტებო".
არსებული ინფორმაციით, ბელარუსში შეზღუდეს ინტერნეტზე წვდომაც.
ცესკოს შედეგების თანახმად, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80 პროცენტი უჭერს მხარს. მის მთავარ მოწინააღმდეგეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას კი 10-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.
ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. ლუკაშენკოს ევროპის უკანასკნელ დიქტატორსაც უწოდებენ.
გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაიაა, რომელიც ერთ-ერთი კანდიდატია მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ. მისი პოლიტიკურად გააქტიურება, მისი ქმრის, პოპულარული ოპოზიციონერი ბლოგერის, სერგეი ტიხანოვსკის დაკავების შემდეგ დაიწყო.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები