სახიფათო ბანაობა — რატომ არ არის გამაფრთხილებელი ნიშნები თბილისის ზღვასთან
21 ივლისს თბილისის ზღვაში კიდევ ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. ბოლო ხუთ წელში კი წყალსაცავში სულ მცირე 30 ადამიანი დაიხრჩო. მათ შორის იყო ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის შვილიც. სწორედ ამის შემდეგ ცქიტიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა კამპანია "იცურე მშვიდად". იგი ითხოვს ტერიტორიაზე დამონტაჟდეს ინფრასტრუქტურა, რომლებიც სხვა ადამიანებისთვის გამაფრთხილებელი იქნება და დაიცავს მათ.
მისი შვილი თემქის სანაპიროზე დაიღუპა, ბოლო ორი შემთხვევა კი ვარკეთილის მიმდებარე სანაპიროზე მოხდა. თუმცა ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ ეს არანაკლებ სახიფათო ადგილია.
თბილისის ზღვა, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია — რა გახდა სადავო?
ბეტონის 2,5-მატრიანი ბარიერი მავთულხლართით და ბანაობის ამკრძალავი ნიშანი — ამ სახის ინფრასტრუქტურის დამონტაჟება თბილისის მერიას საქალაქო სასამართლომ 2019 წელს დაავალა, თუმცა უწყებას გამაფრთხილებელი საშუალებები არ დაუმონტაჟებია და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.
დავა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, ამ დრომდე გრძელდება. ალეკო ცქიტიშვილის თქმით, საჩივარში ისინი ტერიტორიის მოწყობაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებენ, მერია კი წყალმომარაგების კომპანია GWP-სკენ იშვერს ხელს.
იგი იხსენებს, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შემთხვევის ადგილზეც იყო მისული და ტერიტორია დაათვალიერა:
"მოიყვანა ამზომველები, სამტიმეტრებით გააზომინა, ვის საზღვრებში რა ტერიტორიაა და თავის გადაწყვეტილებაში თბილისის მერიას მოსთხოვა, შეესრულებინა ჩვენი მოთხოვნები, ესენია: 2,5 მეტრიანი სიმაღლის ბარიერის მოწყობა მავთულხლართებით ზემოდან მთელ პერიმეტრზე, რა პერიმეტრზეც მიუყვება ხიდიდან. ასევე, ყოველ 15 მეტრში უნდა იყოს ბანაობის ამკრძალავი ნიშანი".
პარალელური სამოქალაქო წესით დავა მიმდინარეობს GWP-ის წინააღმდეგაც, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნაა კომპანიამ დაიცვას თავის საკუთრებაში არსებული ტერიტორია იმგვარად, რომ მოქალაქეებმა საშიშ ზონაში შეღწევა ვერ შეძლონ. ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ჯერ სხდომა არ ჩანიშნულა.
რას ამბობენ თბილისის მერიაში?
თბილისის მერია ერთი მხრივ პასუხისმგებლობას ირიდებს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა მოაწყოს, მეორე მხრივ კი დაპირებას გასცემს, რომ უსაფრთხოება სანიტარულ ნორმებთან ერთად მოწესრიგდება.
22 ივლისს ჟურნალისტებმა მერის მოადგილეს, ირაკლი ხმალაძეს ჰკითხეს, რატომ არ არის ამ დრომდე დაცული უსაფრთხოება. მან თქვა, რომ დავა ჯერ კიდევ სასამართლოშია და ისე შესრულდება ყველაფერი, როგორც მოსამართლე გადაწყვეტს:
"ჩვენ ვამუშავებთ თბილისის ზღვის სანიტარული დაცვის წესებზე, რომელიც ასევე ითვალისწინებს უსაფრთხოების სტანდარტსაც თბილისის ზღვაზე, კონკრეტულ ადგილებზე. შემუშავებული წესები საკრებულოში მალე გაიგზავნება, რომლებსაც საკრებულოს დამტკიცების შემდეგ მუნიციპალიტეტი უკვე აღასრულებს. დავა ჯერ კიდევ სასამართლოშია, ჯერ არ დასრულებულა. ისე შესრულდება ეს, როგორც გადაწყვეტს სასამართლო".
ალეკო ცქიტიშვილის თქმით, მერია გეგმავს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდოს, რასაც წლები სჭირდება.
"საჯარო კომენტარის სახით პირველად მოვისმინე, რა პოზიცია აქვს თბილისის მერიას. ეს კომენტარი არის მოვალეობის მოხდის მზინით გაკეთებული, რაკი ჟურნალისტებმა კუთხეში მიაყენეს, სახელდახელოდ მოიფიქრა", — თქვა ცქიტიშვილმა, რომელიც მერიის ქვევას "ყოვლად გაუგებარ სიჯიუტეს" უწოდებს.
რა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების არშესრულებას? უკავშირდება თუ არა რამე პრობლემას ინფრასტრუქტურის მონტაჟი? შეიძლება თუ არა, ეს დიდი ფინანსურ რესურსს საჭიროებდეს? ალეკო ცქიტიშვილს ამ კითხევზე პასუხი არ აქვს და ვარაუდებს გამოთქვამს:
"ერთი შეიძლება იყოს ის, რომ პრეცენდენტი არ უნდათ რომ დადგეს, ასეთი დავა არასდროს ყოფილა. მეორე — თავი არ მიაჩნიათ დამნაშავედ. ეს მოითხოვს აღიარებას მათგან, რომ ისინი არიან პასუხისმგებლები, და იმასაც, რომ დაგეგმონ შემდეგ ღონისძიებები არამხოლოდ ამ კონკრეტულ ადგილზე, არამედ, სხვაგანაც, მათ შორის, ვარკეთილის სანაპიროსთან".
ალეკო ცქიტიშვილი თბილისის მერიას მორიგების მორიგ ეტაპს სთავაზობს, რათა პრობლემა სასამართლოში გაწელილი პროცესების მიღმა მოგვარდეს:
- "თბილისის მერიასთან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შემჭიდროებულ ვადებში განსაზღვრავს სადავო ტერიტორიაზე ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებებს — ბარიერების დამონტაჟებას და საინფორმაციო გამაფრთხილებელი აბრების განთავსებას;
- მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფი შეიქმნას დროულად და 2020 წლის ბოლომდე განსაზღვროს, რა ტიპის და სტანდარტის ბარიერები და საინფორმაციო აბრები უნდა განთავსდეს სადავო ტერიტორიაზე თბილისის მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ნაკვეთის მხრიდან;
- მნიშვნელოვანია, 2021 წლის ზაფხულის სეზონამდე სადავო ტერიტორიაზე მოეწყოს ბარიერები და დამონტაჟდეს საინფორმაციო აბრები".
On.ge დამატებით კითხვებზე პასუხების მისაღებად თბილისის მერიას დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში თქვეს, რომ მათი პოზიცია ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ უკვე გააჟღერა.
საქმეზე სასამართლო განხილვები გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა სამართლებრივი დავის მიღმა შეთავაზებულ მორიგებას თბილისის მერია.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები