სატანისტური ტაძარი "ეშმაკის ადვოკატის სტიპენდიას" აცხადებს
აშშ-ის სატანისტურ ტაძარს სურს, სკოლადამთავრებულებს უმაღლესი განათლების მიღებაში დაეხმაროს და "ეშმაკის ადვოკატის სტიპენდიას" აცხადებს.
ამერიკული ორგანიზაცია The Satanic Temple (სატანისტური ტაძარი), რომელიც რელიგიისა და საერო საქმეების სეკულარიზმისთვის იბრძვის, გულდასმით გადახედავს 2020 წლის სკოლადამთავრებულების განაცხადებს და $500-იანი სტიპენდიის ორ გამარჯვებულს გამოაცხადებს.
მსურველებმა კრეატიული ესე, პოემა, ხელოვნების რამე ნიმუში ან ფილმი უნდა გაგზავნონ და ორი კითხვიდან ერთ-ერთს გასცენ პასუხი.
პირველი შეკითხვაა, თუ რა გაუკეთებია აპლიკანტს ტაძრის მიზნებისა და მისიის ხელშესაწყობად. მეორე შეკითხვა კი ითხოვს იმ მასწავლებლის აღწერას, რომელმაც "გათელა თქვენი სული, ძირი გამოუთხარა თქვენს თავდაჯერებულობას და შეგაძულათ თითოეული ის წუთი, რომლის სკოლაში გატარებაც გევალებოდათ".
სტიპენდიისთვის აპლიკაციების მიღება ორშაბათს, 20 ივლისს, დაიწყო. ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა მალკოლმ ჯერიმ CNN-ს ოთხშაბათს განუცხადა, რომ უკვე 50 აპლიკაცია იყო შემოსული.
იდეა მაშინ დაიბადა, როდესაც ერთმა სკოლის მოსწავლემ ჯერის ელექტრონული წერილი მისწერა, რომელშიც ის მას სკოლის რელიგიური სტიპენდიისთვის რეკომენდაციის გაწევას სთხოვდა.
"გული დამწყდა, როცა სტიპენდია ვერ მოიპოვა, და მივხვდი, იმის შესაძლებლობა მქონდა, რომ მისთვის ჩემი სტიპენდია შემეთავაზებინე, რომელიც ჩვენს ღირებულებებს ასახავს. ეს [სტიპენდია] მოსწავლეებს საშუალებას მიცემს, კრიტიკულები იყვნენ იმ ინსტიტუციის მიმართ, რომელიც მხოლოდ მლიქვნელურ თაყვანისცემას აჯილდოებს", — თქვა მან.
ჯგუფი, რომლის სათავო ოფისიც მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სალემში მდებარეობს, ამბობს, რომ მისი მისიაა "ადამიანებში კეთილმოსურნეობა და თანაგრძნობა წაახალისოს". წევრების რწმენით, სატანა რეალური არსება კი არა, "ლიტერატურული კონსტრუქტია".
სატანისტური ტაძრის ვებსაიტზე წერია, რომ ჯგუფი "ცოდნისკენ სწრაფვას" იცავს, თუმცა მას სჯერა, რომ ადამიანებს სწავლა და განათლება ერთმანეთში ერევათ. "მოსწავლეებისგან ხშირად ელიან სკოლის ქებას, მიუხედავად იმისა, რომ მრავალ მოსწავლეს სკოლის ადმინისტრაცია, სასწავლო განყოფილება და სხვა თანამშრომლები ძალიან უსინდისოდ ეპყრობიან", — ამბობს ჯერი.
"ხშირად გვესმის ხოლმე, როგორ აქებს წარმატებული ადამიანი თავის მასწავლებელს, რომელმაც ის შთააგონა, თუმცა ისინი ვერასდროს ხვდებიან, რომ სკოლაში 13-წლიანი განათლების მიღების შემდეგ მათ ძალიან გაუმართლათ, ასეთ ერთ მასწავლებელს მაინც რომ გადაეყარნენ", — დაამატა ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა.
სტიპენდიაზე განაცხადები 31 აგვისტომდე მიიღება. გამარჯვებულები ტაძრის ვებსაიტზე გამოვლინდებიან 15 სექტემბერს.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები