ცნობილი პოსტერის ბენდენა COVID-19-ის ეპოქაში პირბადედ იქცა
კაცობრიობის ისტორიის კიდევ ერთი რთული პერიოდის — მეორე მსოფლიო ომის — დროს ქალები, რომლებიც ფაბრიკა-ქარხნებში მუშაობდნენ, ოფლისა და თმის სახიდან მოსაშორებლად თავზე ბენდენებს იკრავდნენ. პოპ-კულტურაში ამ ქალების წარმომადგენელი "მემოქლონე როუზის" (Rosie the Riveter) პოსტერი იყო, რომელშიც ომისდროინდელ მუშა ქალს თეთრკოპლებიანი წითელი ბენდენა ეკეთა. დღეს ერთ-ერთმა ასეთმა როუზიმ COVID-19-თან ბრძოლის საჩვენებლად სახეზე პირბადეც მოირგო.
94 წლის მეი კრაიერი მრავალი წლის განმავლობაში თეთრკოპლებიან ბენდენებს კერავდა და მათ იმ ქალებს აძლევდა, რომლებიც მას მხარს უჭერდნენ იმაში, რომ კონგრესს ომის საბრძოლო მოქმედებებში ქალების წვლილი ოფიციალურად ეღიარებინა. როდესაც აშშ-ში პანდემია დაიწყო, მეიმ თავისი უნარ-ჩვევები ოჯახისა და მეგობრებისთვის პირბადეების შექმნაშიც გამოიყენა. CNN-ის ცნობით, ვიღაცამ Facebook-ზე დაპოსტა მისი საქმიანობის შესახებ, რის შემდეგაც მეის პირბადეები ძალიან მოთხოვნადი გახდა. მან 300 პირბადე უკვე დაამზადა, თუმცა მომლოდინეთა რიგში კიდევ 1 000 ადამიანზე მეტია.
"ხალხი [პირბადეებისთვის] საჭირო ქსოვილსა და სხვა მასალებს მიგზავნის მთელი ქვეყნიდან. სრულიად წარმოუდგენელია, გაოგნებული ვარ", — ამბობს მეი კრაიერი.
თვითონ კრაიერმა მეორე მსოფლიო ომი Boeing-ის ქარხანაში გაატარა, სადაც ის საომარ თვითმფრინავებს აგებდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ის აშშ-ის სენატს სთხოვდა, "მემოქლონე როუზი" — როგორც ყველა ნამდვილი როუზის სიმბოლო — კონგრესის ოქროს მედლით დაესაჩუქრებინა, რომელიც ამერიკის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში გამოიფინებოდა. 2019 წელს სარჩეილი ოფიციალურად წარედგინა სენატს, თუმცა ჯერჯერობით მას დასამტკიცებლად საკმარისი ხმა არ აქვს.
თუმცა, ეს შეიძლება შეიცვალოს. კრაიერის პირბადეების კეთების ინიციატივად მედიაში დიდი ყურადღება დაიმსახურა. მეი თეთრკოპლებიან ნიღბებს იმისთვის იყენებს, რომ ხალხს შეახსენოს, თუ როგორ მოახერხა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთი მძიმე პერიოდის გავლა იმ ქალების მეშვეობით, რომლებიც საჭიროების ჟამს საქმეში ჩაერთნენ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები