მთვარის მტვრის პრობლემის მოსაგავრებლად NASA დახმარებას სტუდენტებს სთხოვს
NASA სტუდენტებს ერთობ დმნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში დახმარებას სთხოვს: მთავრის თითქმის მთელ ზედაპირზე არსებული წებოვანი მტვერი იმ ასტრონავტებისთვის, რომლებიც თანამგზავრზე დიდი დროის გატარებას გეგმავენ, ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს.
"ეს შეჯიბრი სტუდენტებს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, რომ ისტორიულად ცნობილ ტექნიკურ დაბრკოლებას შეეჭიდონ", —განაცხადა NASA-ს ერთ-ერთი პროგრამის აღმასრულებელმა, ნიკი ვერკეიზერმა.
იმის შესახებ, რომ მთვარის მტვერი ძალიან წებოვანია, აპოლოს მისიის შემდეგ გავიგეთ. NASA-ს ასტრონავტები მთავრეზე გადაადგილების დროს მუდმივად ამ ნივთიერებით იფარებოდნენ.
"რაც უფრო დიდ დროს ატარებ მთვარეზე, მით უფრო მეტად იფარები მთვარის მტვრით, ფეხსაცმლიდან ჩაფხუტამდე", — განაცხადა ბაზ ოლდრინმა 1969 წელს.
ზოგიერთი ასტრონავტი თან სპეციალურ ჯაგრისს ატარებდა, რათა ხომალდში დაბრუნებამდე ნივთიერება კოსტუმიდან მოეშორებინა. კიდევ ერთ საშუალებას მტვერსასრუტი წარმოადგენდა, თუმცა იგი დიდად ეფექტიანი არ ყოფილა.
ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ მთვარის მტვერს ადამიანის უჯრედებთან ურთიერთქმედება და ჰიდროქსილის რადიკალების წარმოქმნა შეუძლიათ, რაც ფილტვების კიბოსთან დააკავშირეს.
მას შემდეგ, რაც ადამიანებმა მთვარეზე პირველად დადგეს ფეხი, საკმაოდ დიდი დრო გავიდა. NASA-ს არტემისის მისია 2024 წლისთვის ადამიანების მთვარეზე დაბრუნებას ისახავს მიზნად და სურს, რომ ამ დროისთვის მათ მტვრის პრობლემა მოგვარებული ჰქონდეთ.
ამიტომ მათ დახმარების თხოვნა სტუდენტებისთვის გადაწყვიტეს. სააგენტო შეჯიბრის ჟიურის მიერ შერჩეულ გუნდებს (მათი რაოდენობა ხუთიდან ათამდე მერყეობს) 180 ათასი დოლარით დააფინანსებს. მონაწილეებს პრობლემის მოგვარების გზის დემონსტრირება მოუწევთ.
სააგენტოს მკვლევრებმა ბოლო წლების განმავლობაში ამ პრობლემის მოგვარება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ.
კომენტარები