Trainspotting-ისა და American Psycho-ს ავტორები სერიალს გადაიღებენ
ცნობილი ბრიტანელი მწერალი ირვინ უელში და ამერიკელი ავტორი ბრეტ ისტონ ელისი ერთიანდებიან, რათა ახალი სერიალი გადაიღონ.
Variety-ის ცნობით, თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ამ ორ ცნობილ ავტორთან ბრიტანული კომპანია Burning Wheel Productions საბოლოო მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალ სატელევიზიო შოუსთან დაკავშირებით, რომლის სახელწოდებაც American Tabloid იქნება.
როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს, მომავალი პროექტში ბოლო ათწლეულების პოპულარულ ამერიკული ტაბლოიდების სარედაქციო პოლიტიკას ექნება განსაკუთრებული ყურადღება დათმობილი, სადაც პოლიტკორექტულობის, მორალისა და ეთიკის ნორმებს ხშირ შემთხვევაში არ უგულებელყოფენ.
ირვინ უელშს მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტად თავისი გახმაურებული რომანით Trainspotting (ჩხერკეთელაობა) იცნობენ, ბრეტ ისტონ ელისს კი ასევე ცნობილი პოსტმოდერნული რომანით ამერიკელი ფსიქოპათი. ორივე რომანი ბოლო წლებში ითარგმნა პირველად ქართულ ენაზე.
რამდენადაც ამ ორ წიგნს კარგად იცნობენ ლიტერატურულ სამყაროში, იმდენად პოპულარულია იმავე სახელწოდების მქონე მათი ეკრანიზაციებიც: ჩხერკეთელაობაში მთავარ როლს იუენ მაკგრეგორი ასრულებს, ამერიკულ ფსიქოპათში კი კრისტიან ბეილი.
"მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტზე ისეთ უსაზღვროდ ნიჭიერ ხელოვანებთან ერთად ვიმუშავებთ, როგორებიც ბრეტი და ირვინი არიან. ეს მათი პირველი პროფესიონალური კოლაბორაცია იქნება და გვჯერა, რომ მათი შემოქმედებითი თავისუფლებით შთამბეჭდავ შედეგს უნდა ველოდოთ", — განაცხადა Burning Wheel Productions-ის წარმომადგენელმა.
როგორც ირვინ უელშს, ისე ბრეტ ისტონ ელისს შავი იუმორით, სოციალური უთანასწორობის კრიტიკითა და ბასრი ენით იცნობენ, შესაბამისად, მათი თანამშრომლობის შედეგად უახლოეს მომავალში დიდი ალბათობით რაღაც განსაკუთრებულად საინტერესო სატელევიზიო სანახაობას ვიხილავთ.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები