The Crown-ის მეხუთე სეზონი 2022 წლამდე არ გამოვა
იმელდა სტაუნტონი დედოფალ ელისაბედ II-ის როლში 2022 წლამდე ვეღარ წარდგება, რადგან სერიალი The Crown, მსახიობთა ცვლილებასთან ერთად, წელს გადაღებებისგან შესვენებას აცხადებს.
Left Bank Pictures ნეტფლიქსის ფრენჩაიზის მეხუთე სეზონის გადაღებას მომავალი წლის ივნისამდე არ დაიწყებს, რაც ნიშნავს, რომ სტრიმინგის სერვისი 2021 წელს თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუს ახალი ეპიზოდების გარეშე გაატარებს.
სავარაუდოდ, გადაღებების შეჩერება The Crown-ის გეგმებში აქამდეც შედიოდა და ის კორონავირუსის პანდემიასთან არ არის დაკავშირებული, თუმცა საამისოდ ნამდვილად კარგი დროა შერჩეული.
მეხუთე სეზონი რომ 2021-ში გამოდიოდეს, შოუს ახლავე მოუწევდა მასზე მუშაობის დაწყება, რაც მარტივი სულაც არ იქნებოდა სერიალის ამბიციებისა და გადასაღები მოედნების მონაცვლეობის გათვალისწინებით.
The Crown-ის მეორე და მესამე სეზონებს შორის მსგავსი პაუზა უკვე იყო. სეზონები ორი წლის დაშორებით გამოვიდა, როდესაც კლეირ ფოი ტახტიდან ჩამოვიდა და მისი ადგილია ოლივია კოლმანმა დაიკავა.
სერიალის მეხუთე სეზონის გადაღებები 2021 წლის ივნისში დაიწყება, მეექვსე სეზონს კი 2022 წელს გადაიღებენ. ნეტფლიქსმა იანვარში განაცხადა, რომ მეხუთე სეზონი უკანასკნელი იქნებოდა, თუმცა სერიალის შემქმნელმა პიტერ მორგანმა ამ თვის დასაწყისში გადაწყვეტილება შეიცვალა.
სტაუნტონი დედოფალი ელისაბედის როლს ბოლო ორი სეზონისთვის მოირგებს, ლესლი მენვილი კი პრინცესა მარგარეტის როლს შეასრულებს. მსახიობთა შემადგენლობასთან დაკავშირებულ სხვა ცვლილებებს ნეტფლიქსი მომავალ თვეებში დააანონსებს.
ამ ყოველივეს პარალელურად, მეოთხე სეზონი ამ წლის ბოლოსკენ გამოვა და 1990 წლამდე პერიოდს წარმოგვიდგენს, როდესაც მარგარეტ ტეტჩერი პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ტეტჩერის როლს X-Files-ის მსახიობი გილიან ანდერსონი შეასრულებს. ახალ სეზონში მნიშვნელოვანი როლი ექნება აგრეთვე პრინცესა დაიანას (ემა კორინი), რომელიც 1981 წელს პრინც ჩარლზზე (ჯოშ ო'კონორი) ქორწინდება.
Left Bank-მა დროულად მოასწრო სეზონის დასრულება მარტში, სანამ კორონავირუსი კინოინდუსტრიას შეაჩერებდა. პრინცი ფილიპის როლის შემსრულებლის, ტობიას მენზისის, თქმით, ვირუსის გამო ბოლო სცენების გადაღების შემდეგ მსახიობებმა გამოსამშვიდობებელი საღამოს მოწყობა ვერ მოახერხეს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები