აიშვარია რაი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს
ბოლივუდის ვარსკვლავი და ყოფილი მის მსოფლიო აიშვარია რაი ბაჩანი, რვა წლის შვილთან ერთად, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი კვირის წინ მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ.
აიშვარია რაის ქმარი, მსახიობი აბჰიშეკ ბაჩანი და მისი მამამთილი, მსახიობი და პოლიტიკოსი ამიტაბჰ ბაჩანი უკვე საავადმყოფოში არიან მოთავსებულები იგივე დიაგნოზით. ინდოეთში, სადაც კორონავირუსის მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაავადება არაერთ ცნობილ ადამიანს დაუდასტურდა.
ინდოეთის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი, შვილთან, აარადჰიასთან, ერთად სახლში იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, თუმცა, როგორც ადგილობრივი გაზეთი, The Times of India, იუწყება, ორივე მათგანი ნანავატის საავადმყოფოში გადაიყვანეს "სუნთქვის უკმარისობის" ჩივილით.
"თავს კარგად გრძნობენ", — განაცხადა საავადმყოფოს წარმომადგენელმა ინდურ გამოცემასთან.
77 წლის ამიტაბჰ ბაჩანი და მისი 44 წლის ვაჟი, აბჰიშეკი, საავადმყოფოს საკარანტინო პალატაში არიან მოთავსებულები. ჰოსპიტალიზაციისას მათი სიმპტომები "რბილად" შეფასდა.
მას შემდეგ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დამატებითი ინფორმაცია აღარ გავრცელებულა, თუმცა ამიტაბჰი სიახლეებს ტვიტერზე რეგულარულად იტყობინება.
"ბედნიერ დროს, ავადმყოფობის დროს, თქვენ, ჩვენო ახლობელო და ძვირფასო ადამიანებო, ჩვენო კეთილისმსურველებო, ჩვენო გულშემატკივრებო, მუდმივად უსაზღვრო სიყვარულს გამოხატავდით", — წერს იგი.
აიშვარია რაიმ მის მსოფლიოს გვირგვინი 1994 წელს მოიპოვა და მას შემდეგ იგი ბოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სახედ იქცა. მსახიობი, რომელიც აბჰიშეკ ბაჩანზე 2007 წელს დაქორწინდა, მუდმივად ჩნდებოდა კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე.
აბჰიშეკის მამა, რომელსაც სახელით Big B იცნობენ, ინდოეთში არაერთი ადამიანის კერპად მიიჩნევა და კინოინდუსტრიაში ოთხ ათწლეულზე მეტი დრო აქვს გატარებული.
ამიტაბჰ ბაჩანი 1999 წელს, BBC-ის ონლაინ გამოკითხვაში "ათასწლეულის მსახიობი" მონაწილეობდა. იგი ასევე პირველი ინდოელი მსახიობია, რომლის მსგავსი ცვილის ფიგურაც ლონდონის მადამ ტიუსოს მუზეუმში განთავსდა.
მუმბაის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის ფინანსურ ცენტრსა და კინოდედაქალაქში კორონავირუსის თითქმის 100 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელსაც ყოველდღიურად 1200 ახალი პაციენტი ემატება. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 582 ადამიანზე მეტს შეადგენს.
ქვეყნის მასშტაბით, ინდოეთში, რომლის მოსახლეობაც 1,3 მილიარდს შეადგენს, კორონავირუსისგან 26 ათასი ადამიანი დაიღუპა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები