რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის ობიექტური კვლევა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა USAID-თან ერთად ფორუმს უმასპინძლა
ფოტო: ილიაუნი
მოქალაქეზე ორიენტირებული დემოკრატიის განვითარება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის გარეშე შეუძლებელია. ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ USAID საქართველომ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა საერთო ფორუმი გამართეს, რომელსაც აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ბრიტანეთის ელჩის მოადგილე კლეარ ოლბლესი, საქართველოს პარლამენტის სპიკერი არჩილ თალაკვაძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია ესწრებოდნენ.
ფორუმი განხორციელდა USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური განვითარების პროგრამა (HICD 2020) USAID-ის არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების პროგრამასთან თანამშრომლობით. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ამერიკის მთავრობის დახმარებას საქართველოს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების გაუმჯობესებისთვის 2020 და 2021 წლების საარჩევნო პერიოდში და მის შემდგომ.
შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფორუმის გახსნით ნაწილში არაპარტიული, ხარისხიანი კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
"მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფორუმის პირველ სესიაში. პროექტის მთავარი მიზანი არაპარტიული, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციების წარმოჩენაა, ასევე სამუშაო შეხვედრების შედეგად ეთიკის და ქცევის კოდექსის ჩამოყალიბება და რაც მთავარია მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა საზოგადოებრივი აზრის კვლევის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ობიექტური აზრის კვლევა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მათი აზრი, პრობლემა და დამოკიდებულება უკეთ იქნას წარმოდგენილი", — განაცხადა კელი დეგნანმა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ იმედი გამოთქვა, რომ პროფესიონალ ექსპერტებთან საერთო დისკუსიების შედეგად შეიმუშავებენ გარკვეულ ინსტრუქციებს, რაც კვლევების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია — "მოვახერხეთ ამერიკიდან და მსოფლიოდან საუკეთესო ექსპერტების მოწვევა, რაც ძალიან საინტერესო იქნება პროფესიული საზოგადოებისთვის. იქნება დისკუსია პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებზე, რომლის საშუალებითაც უნდა მოხდეს კვლევა, იქნება ეს გამჭვირვალობა თუ გამოკითხულთა ვინაობის დაცვა. დარწმუნებული ვართ, დისკუსიების სერიის შედეგად ჩვენ მივიღებთ გარკვეულ ინსტრუქციებს, რომელიც დაეხმარება საზოგადოებას უკეთ იყოს ინფორმირებული იმ პროცესების შესახებ, რომლებიც მიმდინარეობს, ასე მივიღებთ კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას".
ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მისივე თქმით, ყველაზე აშკარა ხარვეზი, რაც საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტებს საქართველოში აქვთ, ნდობის ნაკლებობაა, რომელსაც საზოგადოების არაინფორმირებულობა იწვევს — "საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, როგორ ტარდება ეს კვლევები, რა პრინციპებს ემყარება, რა არის მათი ფუნქცია, რისი გაზომვა შეიძლება და რისი — არა. პირველი, რაც უნდა გაუმჯობესდეს, დაინტერესებული საზოგადოების ნაწილისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებაა. მეორე ნაწილია, არის თუ არა გამჭვირვალობა ყოველთვის დაცული, ვინ დაუკვეთა, სწორად ვრცელდება თუ არა შედეგები. სწორად გავრცელება, დღეს დამოკიდებულია ცალკეული ორგანიზაციების გადაწყვეტილებებზე, ამას არავინ აკრძალავს, მაგრამ თუ შევთანხმდებით ეთიკურ პრინციპებზე, რომელმაც პროცესი უნდა დაარეგულიროს, გვეცოდინება, ვინ აკეთებს ხარისხიან, სანდო კვლევას და ვინ იძლევა რეალურ შედეგებს". — ამატებს გიგა ზედანია.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შესახებ დაწყებულ დისკუსიებში მონაწილეობდნენ საქართველოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციები:
- ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი (ACT)
- კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC)
- საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი (GORBI)
- სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA)
- IPM Research
ფორუმმა კვლევით ორგანიზაციებს საშუალება მისცა, ერთმანეთისთვის გამოცდილება გაეზიარებინათ და დაინტერესებული მხარეებისთვის გაეცნოთ საზოგადოებრივი აზრის კვლევის მნიშვნელობა მოქალაქეების მიმართ ანგარიშვალდებული მმართველობის განვითარებისათვის.
დისკუსიების შედეგად სამოქმედო ინსტრუქციები, ეთიკის სტანდარტები უნდა შემუშავდეს, რომლებიც სარეკომენდაციო ხასიათის იქნება და ქვეყანაში არსებულ კვლევით ინსტიტუტებს გააერთიანებს, რათა სფეროს სწორი მიმართულებით განვითარება მოხდეს. გამჭვირვალე კვლევითი პროცესი და წესები, რომლებიც კვლევით ორგანიზაციების გააერთიანებს, ფორუმის ორგანიზატორების აზრით, სამომავლოდ საზოგადოების მხრიდან ნდობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
კომენტარები