ვიწვევთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საერთაშორისო პარტნიორების გასაცნობად
Civil Match: სამოქალაქო საზოგადოების ქსელი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, რუსეთს, პოლონეთს, გერმანიას და საფრანგეთს აერთიანებს
Сivil Match არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაწყვილების პროგრამა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს 10 ქვეყნიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) რომ დაამყარონ კავშირები და წამოიწყონ ტრანსსასაზღვრო კოოპერაცია.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს 2-ეტაპიან პროგრამაში ვიწვევთ:
- Civil Match (24-26 ივლისი 2020) – 2,5-დღიანი პროგრამა, რომელიც მომართულია უცხოურ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან კონტაქტების დასამყარებლად.
- Civil Match Forum (21-24 სექტემბერი 2020) – 4-დღიანი ღონისძიება, სადაც საშუალება გექნებათ მოიპოვოთ დაფინანსება ტრანსსასაზღვრო პროექტებისთვის.
Civil Match-ისა და Civil Match Forum-ის ძირითადი მიმართულებებია:
- მედია და პლურალიზმი;
- კულტურა და ახალგაზრდები;
- განათლება;
- კონფლიქტის მოგვარება.
ფონდები, მედია საშუალებები, (ახალგაზრდული) ასოციაციები, უმაღლესი განათლების ინსტიტუტები და კულტურის სპეციალისტები ციფრულად შეხვდებიან ერთმანეთს, რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ კოლაბორაცია და კონტაქტების დამყარება ჩაკეტილ საზღვრებშიც შესაძლებელია.
Civil Match-ის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ორგანიზაციებს კოლაბორაციის, იდეების ინკუბაციის და ღირებული პროექტების წამოწყების შესაძლებლობა ექნებათ და რაც მთავარია, ღონისძიება უზრუნველყოფს საერთაშორისო პარტნიორობებს წამოწყებას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.
Сivil Match ფუნდამენტურად თავისუფალი, დემოკრატიული და პლურალისტური პრინციპების გაძლიერებას ემსახურება, რითაც ხელს უწყობს ევროპის ქვეყნების მშვიდობიანად თანაცხოვრების იდეას.
Сivil Match კარგი შესაძლებლობაა, იპოვოთ ერთი ან მეტი უცხოური პარტნიორი, მიიღოთ მონაწილეობა Civil Match Forum-ში და თქვენს პარტნიორთან ერთად შეძლოთ საგრანტო განაცხადის შეტანა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აპლიკაციაში.
Civil Match-ის პრიორიტეტები გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს (FFO) საგრანტო აპლიკაციის პრიორიტეტებზეა მორგებული. ესენია:
- პლურალიზმის გაძლიერება – ინფორმაციის, აზრის და მედია პლურალიზმის დამყარება და გაძლიერება (პლურალიზმი და მედია);
- ფასეულობათა განხილვის ხელშეწყობა - ღირებულებების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების დიალოგისა და კულტურული ზომების საშუალებით (კულტურა და ახალგაზრდობა);
- მომავლისთვის პერსპექტივების გახსნა - აკადემიური, პროფესიული და სოციალურ-პოლიტიკური მომზადება (საგანმანათლებლო სწავლების ღონისძიებები);
- დიალოგისა და ურთიერთგაგების განმტკიცება - ტერიტორიული კონფლიქტების შედეგად დაკარგული ნდობის აღდგენა (კონფლიქტების მოგვარება).
Civil Match-ის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ შესაძლებლობას თითოეულ კატეგორიაში მოიპოვონ პრიზი თანამშრომლობისთვის 1000 ევროს ღირებულებით, შექმნან ტრანსსასაზღვრო სამოქალაქო საზოგადოების პროექტები Civil Match Forum-ისთვის და მოამზადონ განაცხადი FFO პროგრამაში შესატანად. პრიზების მოპოვებასთან ერთად, მონაწილეები სარგებელს სხვა მრავალი მიმართულებით მიიღებენ:
- საშუალება ექნებათ გაიცნონ 10 ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები;
- დაწყვილდნენ პარტნიორ ორგანიზაციასთან და დაიწყონ საერთო პროექტებზე მუშაობა;
გაეცნონ წარმატებული ტრანსსასაზღვრო პროექტების მაგალითებს; - წამოიწყონ გრძელვადიანი პარტნიორობები, რომელიც ნდობასა და მეგობრობაზე იქნება დაფუძნებული;
- გაიცნონ დონორი ორგანიზაციები და გაიგონ ახალი საგრანტო შესაძლებლობების შესახებ;
- გაზარდონ შანსი Civil Match Forum-ში მონაწილეობის მისაღებად და წარმატების შემთხვევაში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან იდეების განსახორციელებლად მიიღონ დაფინანსება.
Civil Match გოეთე ინსტიტუტის უკრაინის ოფისის მიერ ინიცირებული პროექტია და ის ხორციელდება Insha Osvita-ს, WECHANGE-ს, and და EENCE-სთან თანამშრომლობით. პროექტი ფინანსდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
თუ ამ შესაძლებლობით დაინტერესდით, მაშინ შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. შევსების ბოლო თარიღია 22 ივლისი.
საკონტაქტო პირი:
კატერინა კოვალჩუკი / [email protected]
civil-match.online
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები