ბრიტანეთში მონებით მოვაჭრის ძეგლი შავკანიანი აქტივისტის ძეგლით ჩაანაცვლეს
ინგლისის ქალაქ ბრისტოლში იმ ადგილას, სადაც ედვარდ კოლსტონის ძეგლი იყო, რამდენიმე საათის წინ ცნობილი ანტირასისტული მოძრაობის — Black Lives Matter (შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია) პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის, ჯენ რაიდის ქანდაკება აღმართეს.
ქალაქის მერის განცხადებით, ეს ქმედება ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო და ძეგლი ერთ-ერთმა ხელოვანმა თავისი სურვილით, როგორც პროტესტის გამოხატულება, აღმართა.
ედვარდ კოლსტონის ძეგლი ივნისში ანტირასისტული პროტესტის ფარგლებში ჩამოაგდეს: ის ცნობილი მონათმფლობელი იყო, რომელიც მე-17 საუკუნეში მოღვაწეობდა.
სწორედ ძეგლის ჩამოგდების შემდეგ, 7 ივნისს მის ადგილას აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჯენ რაიდი, როგორც თავად აცხადებს, სპონტანურად ზევით შემართული ხელით დადგა, რა დროსაც მას ფოტო გადაუღეს და ეს კადრი სოციალურ მედიაში სწრაფად გავრცელდა.
სწორედ ამ ფოტოს შთაგონებით ხელოვანმა მარკ ქუინმა გადაწყვიტა, რომ დროებითი ინსტალაცია შეექმნა, რათა ადამიანებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა რასიზმის მწვავე პრობლემები.
ძეგლის შექმნაზე მასთან ერთად ჯენ რაიდიც თანამშრომლობდა: ხელოვანმა აქციის ამ მონაწილეს თავის სახელოსნოში კიდევ ერთხელ გადაუღო ფოტოები და 3D პრინტერის საშუალებით მისი ქანდაკებაც შექმნა.
ქუინმა დღეს ის ბრისტოლის შუაგულში ედვარდ კოლსტონის ძეგლის ადგილას განათავსა, როგორც Black Lives Matter-ის პროტესტის ერთ-ერთი ფორმა. კოლსტონის ძეგლი 1895 წლიდან იყო ბრისტოლის ცენტრში აღმართული.
BBC-ის ცნობით, ქალაქის მერმა ამ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ხელოვან მარკ ქუინს ამ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არ მიუმართავს და შესაბამისად, არც კანონიერი ნებართვა ჰქონდა. მისივე თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუ რა ბედი ეწევა ამ ახალ ინსტალაციას ან რითი ჩანაცვლდება ის და იმედოვნებს, რომ ამ გადაწყვეტილებას მოქალაქეებთან ერთად მიიღებს:
"ცვლილებები გვჭირდება. მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც გვაპოვნინებს გზას, რომ ადამიანები ერთმანეთთან უფრო ახლოს იყვნენ. არის ერთი აფრიკული ანდაზა, რომელიც გვეუბნება, რომ თუ გინდა სწრაფად წახვიდე წინ, მაშინ მარტო უნდა იყო, ხოლო თუ გინდა უფრო შორს წასვლა შეძლო, მაშინ ეს სხვებთან ერთად უნდა გააკეთო", — განაცხადა ბრისტოლის მერმა, მარვინ რიზმა.
შეგახსენებთ, რომ მაისში აშშ-ის შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო მსოფლიოს მრავალ კუთხეში რასიზმის წინააღმდეგო საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის დროსაც სხვადასხვა ქვეყანაში იმ ცნობილი პირების ძეგლები ჩამოაგდეს, რომლებიც რასიზმში იყვნენ დადანაშაულებულები.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები