ადვოკატის ინფორმაციით, კობა კობალაძის შვილს ბრალი წარუდგინეს
ქართული ოცნების დეპუტატის, კობა კობალაძის შვილის, დავით კობალაძის ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდების მხარეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის დასაკავებლად საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს და არ უნდა დაეკავებინათ. მისი თქმით, მისი დავით კობალაძეს ბრალი უკვე წარედგინა.
"დავით კობალაძეს ამ ეტაპისათვის ბრალი წარედგინა. იგი დაკავებულია და ჩემთვის, როგორც ადვოკატისათვის, ძალიან მიკვირს რატომ არის დაკავებული. იგი თვითონვე გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში თავის ნებაყოფლობით და როდესაც დააკავეს, საფუძვლად მითითებულია, რომ ის შეიძლება მიიმალოს. ამ მტკიცებულებით, რომელიც მე გადმომეცა და იმ ბრალდებით, რომელიც მას აქვს წარდგენილი, მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი დაკავებული არ უნდა იყოს", — განაცხადა ირაკლი გაბრიჭიძემ TV პირველთან.
დავით კობალაძის დავაკებასთან და ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს. იმის გასარკვევად, თუ რა მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი კობალაძეს, On.ge უწყებას დაუკავშირდა, სადაც საქმესთან დაკავშირებით 2 დღის წინ გავრეცელებულ განცხადებაზე მიგვითითეს.
შსს განცხადებაში ამბობს, რომ ერთი დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, მეორე დაკავებულის წინააღმდეგ კი — ძალადობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის. რაც შეეხება "ოცნების" დეპუტატის შვილს, მის შესახებ უწყება მხოლოდ იმას ამბობს, რომ "განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა". შსს არ აკონკრეტებს, ედავებიან თუ არა მას რომელიმე დანაშაულს მას.
თავდაპირველად ინფორმაცია ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა, რომ ქართული ოცნების დეპუტატ კობა კობალაძის შვილი და კიდევ რამდენიმე პირი ქუჩაში ადამიანს თავს დაესხნენ და სცემეს, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში აღმოჩნდა.
ჟურნალისტი დაზარალებულის მამის ფარულ ინტერვიუზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბიჭს დაზიანებები თავშიც აქვს მიყენებული.
სიუჟეტის ეთერში გასვლამდე გადაცემის წამყვანმა, ნოდარ მელაძემ თქვა, რომ მას დაზარალებულის მამა დაუკავშირდა და სთხოვა, მასალა არ გასულიყო და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტმა კითხვებით დეპუტატ კობალაძესაც მიმართა.
TV პირველის ინფორმაციით, შემთხვევა 24 ივნისს, საბურთალოზე მოხდა და გამოძიება დაწყებული არ იყო.
გადაცემის ანონის გასვლის შემდეგ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც უწყება ამტკიცებს, რომ 23 წლის ბიჭის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოში დაიწყო.
გარდა ამისა, შსს-ს თქმით, ანონსის გავრცელების შემდეგ "საქმეში გამავალი პირების მიმალვის" საფრთხე შეიქმნა, რადგან დანაშაულის შესახებ პირდაპირ ეთერში გაჟღერდა. უწყება ამბობს, რომ ამის გამო ამ პირების დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს და ორი ადამიანი დააკავეს, კობა კობალაძის შვილი კი თავად მივიდა განყოფილებაში. ყველა მათგანი სრულწლოვანია.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები