სახიფათო ზაფხული პანიკის გარეშე
სახიფათო ზაფხული ნელ-ნელა იწურება, მაგრამ საფრთხის მოლოდინში, დარჩენილი დროის პანიკის გარეშე გასატარებლად, რამდენიმე წიგნი დაგეხმარებათ.
ტუვე იანსონი — სახიფათო ზაფხული
ერთ დროს, პაპანაქება სიცხეში გაცივება, უჩვეულო ამბავი გვეგონა, ისე როგორც მამა მუმინს. ახლა კი, როცა ადამიანების სამყაროს უხილავმა საფრთხემ მოულოდნელი განსაცდელი თავს დაგვატეხა, მუმინების ხეობაში წასასვლელად, ბევრს დავთმობდით. არც საშინელი გემოთი ცნობილ, დედა მუმინის საფირმო, ხახვიან და შაქრიან რძეზე ვიტყოდით უარს.
მათ, ვინც ტუვე იანსონის ილუსტრირებული სერია მუმინებსა და მეგობრებზე, არ იცის, წინ დაუვიწყარ თავგადასავლებს გპირდებით. სახიფათო ზაფხულთან ერთად, კომეტასაც დაველოდებით, მერე აღელვებული ზღვის ტალღები შეგვაშინებს ან საყვარელ პერსონაჟებთან ერთად, შორეული წარსულის ამბებს გავიხსნებთ, ასე ძალიან რომ გვენატრება. უეცრად შემოპარული საფთხე ხომ ვერაფერს გვავნებს, როცა გვერდით მუმინების ოჯახი, წუწუნა სნიფი და ისტორიებით სავსე წიგნებია.
// მთარგმნ. ლიკა ჩაფიძე
იანუშ კორჩაკი — მეფე მათიუშ პირველი
სათავგადასავლო წიგნებში, უფლისწულებზე ბევრი გვსმენია, მაგრამ პატარა მათიუშივით საყვარელსა და ლომგულს, ცოტას თუ ვიცნობ. მამის გარდაცვალების შემდეგ, მათიუშს ძალიან პატარა ასაკში მოუწევს ტახტზე ასვლა. მინისტრების თქმისა არ იყოს, ასეთი ბეწო მეფისა არავის შეეშინდება. მაგრამ განა უნდა მეფეს ვინმეს შეშინება?! ეს ერთი შეხედვით, ზღაპრული ამბავი, უპირობო სიყვარულს აჩუქებს ნებისმიერ მკითხველს, საკითხავად ტახტზე პატარა ასაკში ასულს თუ მინისტრების ხელას.
// მთარგმნ. ლოლა ქადაგიშვილი
ილია ჭანტურია - ნინოშვილის 25
მეფე მათიუში რომ გაიზრდება და წერას ქართულადაც ისწავლის, ალბათ სოციალური პრობლემებითა და უძრაობით სავსე მოთხრობებს დაწერს, სადაც უფასოდ დარიგებული შოკოლადები და უზომო სიხარული, მხოლოდ ზღაპრებში იარსებებს, თაროებზე, მივიწყებულ და გადაკარგულ წიგნებში. თანამედროვე ქართველი ავტორი ილია ჭანტურია, ნამდვილად მათიუშივით ადრე გამოჩნდა დიდ ლიტერატურაში და გულწრფელი, ნამდვილი ამბები დაწერა.
მოთრობები საშინელ, ღარიბ და პრობლემურ სამყაროზეა, უძრაობის მარწუხებში უნებურად მომწყვდეული საზოგადოებით. ასეთი მდგომარეობის გარღვევა, პერსონაჟების მთავარი მიზანია. მოცემული რეალობის მიუხედავად, სადღაც შორიდან, მთხრობელის კეთილი ხმა ისმის, რომელიც გვპირდება, სხვა სამყაროში კონდიციონერსაც ვიყიდით და კეთილი მეფე, შოკოლადებსაც დაურიგებს ყველა ბავშვს, ასე უბრალოდ, სიკეთის ნიშნად.
ელენა ფერანტე — მარტოობის დღეები
ერთ დღესაც ბავშვები, პროდუქტების ყიდვა, სადილ-ვახშამი, ფულის შოვნა და მიტოვების სხვა პრაქტიკული შედეგები, ერთიანად შერჩება ოლგას, როცა ქმარი აპრილის ერთ საღამოს გამოუცხადებს, გტოვებო. ეს სტანდარტული ისტორია ელენა ფერანტეს წიგნში: „მარტოობის დღეები განსხვავებულად იშლება. ოლგას არ უნდა დანებება. მას ძლიერი, გამარჯვებული ქალის ადგილზე ყოფნა სურს, მაგრამ თანდათან მზარდი შიში და სასოწარკვეთა, მთავარ გმირს ტანჯვად ექცევა. ფერანტეს წიგნი ერთ დღეში იკითხება და ყველასთვის მოსაწონია, მინისტრების, წყვილებისა თუ მოწყენილი ბებიებისთვის. ჩემი ბებია, თანხმობას გიგზავნით. იქნებ, ერთ დღესაც, საფრთხემაც გამოგვიცხადოს, გტოვებთო.
// მთარგმნ. ხათუნა ცხადაძე
დაგლას ადამსი — ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში
თუ აქედან ჩამოთვლილი არცერთი რჩევა არ მოგერგოთ, მაშინ დროა პლანეტის დატოვებაზე იფიქროთ. ამის საუკეთესო მაგალითია: ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში, დაგლას ადამსის იუმორისტული სამეცნიერო ფანტასტიკა. წიგნში ამ პლანეტიდან გაქცევისთვის მშვენიერ ინსტრუქციას ამოიკითხავთ:
"როგორ გავიქცეთ ამ პლანეტიდან:
- დარეკეთ ნასაში. მათი ნომერია: (731) 483-3111. აუხსენით, რომ ძალიან გჭირდებათ და რაც შეიძლება სწრაფად გსურთ დედამიწის დატოვება;
- თუ თანამშრომლობაზე უარს იტყვიან, მაშინ დაუკავშირდით ნებისმიერ ნაცნობს თეთრ სახლში - (202) 456-1414 - და “ნასასთან” საქმის ჩაწყობა სთხოვეთ;
- თუ თეთრ სახლში ნაცნობები არ გყავთ, დაუკავშირდით კრემლს (ოპერატორს სთხოვეთ საზღვარგარეთთან დაკავშირება, ნომერზე: 0107-095-295-9051). არა მგონია, “ნასაში” მეგობრები ჰყავდეთ (ყოველ შემთხვევაში, არ ამჟღავნებენ), მაგრამ რაღაც გავლენა ნამდვილად აქვთ და ცდას წინ არაფერი უდგას;
- თუ არც აქ გაგიმართლათ, მიმართეთ რომის პაპს. მისი ნომერია: 011-39-6-6982 და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სატელეფონო კომუტატორიც ნაკურთხი აქვს;
- თუ ზემოაღნიშნული არცერთი რჩევა არ გაჭრის, ხელის ქნევით მოიხმეთ რომელიმე მფრინავი თეფში და აუხსენით, რომ სასწრაფოდ უნდა დატოვოთ პლანეტა, სანამ ტელეფონის ქვითარი მოგივათ.
დაგლას ადამსი
ლოს-ანჯელესი, 1983 და ლონდონი, 1985"
// მთარგმნ. გურამ ღონღაძე
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები