ამერიკული ანიმაციური სიტკომი Beavis and Butt-Head ახალი სეზონებით ბრუნდება Comedy Central-ზე. არხმა მაიკ ჯაჯის ანიმაციის ორი ახალი სეზონი და "დამატებითი სპინ-ოფები და სპეციალური სერიები" შეუკვეთა. Comedy Central-ის პრეს-რელიზის მიხედვით, "ამ გაგრძელებაში ბივისი და ბატ-ჰედი Gen Z-ის სრულიად ახალ სამყაროში შეაბიჯებენ".

ბივისისა და ბატ-ჰედის აღორძინებას მაიკ ჯაჯი გაუძღვება, ისვე იქნება სერიალის სცენარისტი და გაახმოვანებს მთავარ პერსონაჟებს.

"ისე ჩანდა, რომ სწორი დრო იყო კიდევ ერთხელ თავის მოსასულელებლად", — განაცხადა მაიკ ჯაჯმა.

ბივისი და ბატ-ჰედი თავდაპირველად MTV-ზე გადიოდა 1993-1997 წლებში. შოუ კიდევ ერთი სეზონით დაბრუნდა 2011 წელს.

"ბივისი და ბატ-ჰედი თაობის განმსაზღვრელი ხმა იყო და ერთი სული გვაქვს, ვიხილოთ, როგორ იმოგზაურებენ ისინი სამყაროს ორგულ წყლებში საკუთარი ეპოქიდან წლების შემდეგ", — თქვა ViacomCBS-ს Entertainment & Youth Group-ის პრეზიდენტმა კრის მაკ-კარტიმ.